ორიგინალი
შალვა პაპუაშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
ინფო 9·17:56

შალვა პაპუაშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

26 ნოემბერი, 2026 · 17:56

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა და საარჩევნო ადმინისტრაციის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის, განსაკუთრებულ როლსა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. „გილოცავთ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიულ დღეს, რომელსაც წელს პირველად აღვნიშნავთ. საარჩევნო ადმინისტრაციას განსაკუთრებული ადგილი უკავია სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის. მართალია, თქვენ არ განსაზღვრავთ ქვეყნის პოლიტიკურ მომავალს, მაგრამ თქვენ ქმნით პირობებს, რომ ეს მომავალი თავად ქართველმა ხალხმა განსაზღვროს. კანონმა სწორედ თქვენ დაგაკისრათ არჩევნების ადმინისტრირებისა და ხალხის მიერ გამოხატული ნების ოფიციალურად ასახვის პასუხისმგებლობა. ეს არის დიდი პატივი და, ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, გასული წლების განმავლობაში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი პროფესიული და ტექნოლოგიური განვითარების გზა გაიარა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების ფართომასშტაბიან დანერგვას. შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „დემოკრატია გულისხმობს არჩევნების შედეგების გასაჩივრების უფლებას. მაგრამ დემოკრატია ასევე გულისხმობს პასუხისმგებლობას იმ სიტყვებსა და ბრალდებებზე, რომლებსაც საზოგადოებაში სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობის განმტკიცება ან შერყევა შეუძლია. არჩევნების მიმართ უნდობლობა არ უნდა იქცეს პოლიტიკური ბრძოლის თვითმიზნად. არჩევნების შედეგებით კმაყოფილება თუ უკმაყოფილება მათი კანონიერების საზომი ვერ იქნება. ეს პრინციპი ერთნაირად უნდა მოქმედებდეს ყველა პოლიტიკური ძალის მიმართ, განურჩევლად იმისა, თუ ვინ არის ხელისუფლებაში და ვინ ოპოზიციაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, არცერთ პოლიტიკურ ძალას, შიგნით თუ გარეთ, არ აქვს უფლება, ზეწოლით, პოლიტიკური მოთხოვნებითა თუ მოლოდინებით სცადოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული საქმიანობის წარმართვა. „თქვენი ერთადერთი ორიენტირი უნდა იყოს კანონი, თქვენი საქმიანობის ერთადერთი საზომი - ობიექტურობა, ხოლო თქვენი ერთგულების ერთადერთი ადრესატი - საქართველოს სახელმწიფო. სწორედ ამიტომ, პროფესიული დამოუკიდებლობის განმტკიცებასთან ერთად, მუდმივად უნდა იზრდებოდეს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და საზოგადოების ინფორმირებულობა. დარწმუნებული ვარ, საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღის დაწესებაც ამ მიზანს მოემსახურება. ის ხელს შეუწყობს თქვენი ინსტიტუციური თვითმყოფადობის განმტკიცებას, პროფესიული ტრადიციების ჩამოყალიბებას და იმ განსაკუთრებული მისიის უკეთ გააზრებას, რომელიც თქვენ გაკისრიათ. მეტი პროფესიონალიზმი, მეტი მიუკერძოებლობა, მეტი ობიექტურობა და მეტი ერთგულება საკუთარი ქვეყნისადმი - ეს უნდა იყოს თქვენი პროფესიული კრედო. გისურვებთ, რომ მუდამ ღირსეულად ატარებდეთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ჯერ კიდევ 108 წლის წინ იკისრეს საქართველოს პირველი საარჩევნო კომისიის წევრებმა. საქართველოს პოლიტიკური მომავლის განსაზღვრის უფლება ქართველ ხალხს ეკუთვნის. ამ უფლების განხორციელების უზრუნველყოფა კი თქვენი პროფესიული და სახელმწიფოებრივი მისიაა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს პროფესიული დღე საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მიულოცეს. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების და ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: info9.ge
  1. მთავარი
  2. ინფო 9
  3. შალვა პაპუაშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

თემა: ღონისძიება

ამ თემას 17 ქართული წყარო აშუქებს — სულ 48 სტატია.

  • აჭარის ტელევიზია·17:39
    ოლიმპიურ მუზეუმში თავისუფალ ჭიდაობაში პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონის, ვახტანგ ბალავაძის, 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
  • პოსტივი·16:00
    მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა
  • ფორბს საქართველო·15:11
    თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
  • BM.GE·15:09
    თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ღონისძიებაპაპუაშვილი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ინფო 9·19:09

ნინო წილოსანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: სააკაშვილის გვერდით ჰყავთ მოხსენიებული 4 ოქტომბრის მოქმედი პირები - ახლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ რეზოლუციით ისინი პირდაპირ შეუერთდნენ საქართველოში 4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობას

ნინო წილოსანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: სააკაშვილის გვერდით ჰყავთ მოხსენიებული 4 ოქტომბრის მოქმედი პირები - ახლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ რეზოლუციით ისინი პირდაპირ შეუერთდნენ საქართველოში 4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობას
ინფო 9·18:07

რუმინეთის პრეზიდენტი: უკრაინის თავზე სამიზნეების ჩამოგდებაში ნატოს მონაწილეობა ომში ჩართვა იქნება

რუმინეთის პრეზიდენტი: უკრაინის თავზე სამიზნეების ჩამოგდებაში ნატოს მონაწილეობა ომში ჩართვა იქნება
ინფო 9·18:05

ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეები სომხეთს სრულად დატოვებენ

ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეები სომხეთს სრულად დატოვებენ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.