მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რკინიგზამ ბორჯომ-ბაკურიანის "კუკუშკას" ელმავლის რეაბილიტაციის ₾2.7-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა
რკინიგზამ ბორჯომ-ბაკურიანის "კუკუშკას" ელმავლის რეაბილიტაციის ₾2.7-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

რკინიგზამ ბორჯომ-ბაკურიანის "კუკუშკას" ელმავლის რეაბილიტაციის ₾2.7-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

BM.GE19 მაისი, 2026, 22:47|bm.ge

საქართველოს რკინიგზამ გამოაცხადა 2,650,000 ლარის ღირებულების ტენდერი, რომლითაც ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ელმავლის - "კუკუშკას" რეაბილიტაცია უნდა მოხდეს. გამოცხადებული ტენდერით რკინიგზა ყიდულობს შკოდას, 11-04 ტიპის ელმავლის ნაწილების სრულ შემადგენლობას, მათ შორის ელმავლის მართვის პულტს, ტრანსფორმატორებს, კაბელებს, ელექტრონულ კვანძებს და სხვა ტექნიკურ აღჭურვილობას ელმავლის სრული რეაბილუტაციისთვის.

ბორჯომ ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი (90 სმ) რკინიგზის სიგრძე 37 კილომეტრს შეადგენს და მასზე მატარებლის ოპერირება 2020 წელს პანდემიის დაწყებისას შეწყდა. რკინიგზა ექვს დასახლებულ პუნქტზე გადის, ესენია - დაბა, წაღვერი, ცემი, ტბა, ლიბანი და საკოჭავი. რკინიგზის მშენებლობა 1902 წელს დასრულდა, 1967 წელს კი მისი ელექტროფიცირება რის შემდეგაც ხაზზე შკოდას 11-04 ტიპის ელმავლი დაინიშნა. სწორედ ამ ელმავლის ტექნიკური რეაბილიტაციის ტენდერი გამოაცხადა რკინიგზამ.

როგორც აპრილში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, გარდა ლოკომოტივისა, რეაბილიტაცია ასევე ჩაუტარდება სარკინიგზო ხაზს, თუმცა შესაბამისი ტენდერი ჯერჯერობით გამოცხადებული არაა.

ელმავლის რეაბილიტაციის ტენდერში კი კომპანიებს მონაწილეობის მიღება 29 მაისამდე შეეძლებათ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE