მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Rocket Lab-მა Iridium-ი 8 მილიარდ დოლარად შეიძინა
Rocket Lab-მა Iridium-ი 8 მილიარდ დოლარად შეიძინა

Rocket Lab-მა Iridium-ი 8 მილიარდ დოლარად შეიძინა

BM.GE2 ივლისი, 2026, 01:21|bm.ge

ამერიკულმა საავიაციო-კოსმოსურმა კომპანია Rocket Lab-მა სატელიტური კომუნიკაციების სერვისის მომწოდებელი Iridium-ი $8 მილიარდად შეიძინა.

როგორც მედია წერს, ამ გარიგებით კომერციული კოსმოსური ინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კონსოლიდაცია შედგა.

ოფიციალური შეთანხმების მიხედვით, Iridium-ის ინვესტორები თითოეულ აქციაში 27 დოლარს, ასევე Rocket Lab-ის ფასიან ქაღალდებს მიიღებენ. შესაბამისად, Iridium-ის აქციონერები თითო აქციის სანაცვლოდ ჯამურად 54 დოლარს მიიღებენ, რაც საბაზრო ღირებულებას 24.1%-ით აღემატება.

აღსანიშნავია, რომ ახალი შენაძენი Rocket Lab-ის სარაკეტო-გამშვებ სისტემებსა და Iridium-ის გლობალურ სატელიტურ ქსელს გააერთიანებს და საფუძველს დაუდებს ილონ მასკის კომპანია Starlink-ის შესაძლო კონკურენტის ჩამოყალიბებას.

Rocket Lab-ის მენეჯმენტის განმარტებით, ახალი გარიგება კომპანიას საშუალებას მისცემს, წარმოების დამოუკიდებლად დაწყების და ამაზე კაპიტალური დანახარჯის გაღების გარეშე მოხერხდეს კონკურენტული პროდუქტის შექმნა, რომელიც მომხმარებლისთვის სატელიტურ ინტერნეტს გაცილებით ხელმისაწვდომს გახდის.

აღსანიშნი ფაქტია, რომ გარიგების ნაღდი ფულით დასაფინანსებლად Rocket Lab-მა Deutsche Bank-ისა და Wells Fargo-სგან 3.6 მილიარდი დოლარის სესხი აიღო.

გადაწყვეტილების გამოცხადების ფონზე, Rocket Lab-ის აქციების ფასი 16%-ით გაიზარდა. ამჟამად ერთი აქცია $99.48-ად ივაჭრება, თავად კომპანიის კაპიტალიზაცია კი $58.84 მილიარდს შეადგენს.

შეგახსენებთ, Rocket Lab-ი საჰაერო-კოსმოსურ სფეროში მომუშავე ამერიკული კომპანიაა. დასახელებული ორგანიზაცია კომერციულ ბაზარზე მცირე ზომის თანამგზავრებსა და სარაკეტო სისტემებს ქმნის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დოლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 109 სტატია.

  • ირაკლი ნადარეიშვილი CGTN-თან ინტერვიუში: ჩინეთს ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოსთვის, როგორც საექსპორტო ბაზარს - ის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 2,3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა და ახლაც სწრაფად იზრდებაიმედი
  • ტრამპი ამერიკელებს არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში 5000 დოლარს ჰპირდებაფორმულა
  • რამდენი ლარი ეღირება 1 აშშ დოლარი და ევრო 8 სექტემბერს - ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსირუსთავი 2
  • აფხაზები და ოსები რუსეთის მოქალაქეობის მიღებას 65 აშშ დოლარად შეძლებენნეტგაზეთი
დოლარი →

მსგავსი სტატიები

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

BM.GE

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

BM.GE