მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როდესაც დეველოპერი ბანკის საქმეს აკეთებს, რა თქმა უნდა, რისკები ჩნდება - "არსი" შიდა განვადებებზე
როდესაც დეველოპერი ბანკის საქმეს აკეთებს, რა თქმა უნდა, რისკები ჩნდება - "არსი" შიდა განვადებებზე

როდესაც დეველოპერი ბანკის საქმეს აკეთებს, რა თქმა უნდა, რისკები ჩნდება - "არსი" შიდა განვადებებზე

BM.GE9 სექტემბერი, 2026, 23:24|bm.ge

დეველოპერული კომპანია “არსის” დირექტორის შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში უძრავი ქონების ბაზარზე გააქტიურებული შიდა განვადებები რისკის შემცველია.

როგორც ბესო ორთოიძემ BMG‑ის განუცხადა, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც დეველოპერების შიდა განვადებებს უკავშირდება, იმაში მდგომარეობს, რომ უცნობია, რა კრიტერიუმებით გასცემენ რიგი კომპანიები მსგავს განვადებებს. შესაბამისად, რამდენად ხდება მყიდველების გადამხდელუნარიანობის შემოწმება.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სექტორში მოთხოვნა მზარდია და რისკებიც ნაკლებია, თუმცა ბაზარზე რყევების შემთხვევაში შესაძლოა, არაერთი დეველოპერული კომპანიის შიდა განვადებების პორტფელი გაპრობლემდეს.

“ადრეც არაერთხელ მაქვს დაფიქსირებული აზრი, რომ ეს [შიდა განვადებები] არ არის დეველოპერული კომპანიის საქმე, ეს არის საბანკო პროდუქტი. შესაბამისად, სწორად რომ იყოს ბაზარზე დალაგებული სიტუაცია, ბანკმა უნდა გასცეს სესხი, მსგავსი პორტფელი ბანკმა უნდა მართოს, ბანკმა უნდა დაადგინოს რამდენად გადახდისუნარიანია მომხმარებელი, მათ ჰყავთ შესაბამისი რისკების განყოფილება და ა.შ.

როდესაც დეველოპერი აკეთებს ბანკის გასაკეთებელ საქმეს, აქ გარკვეული რისკები, რა თქმა უნდა, ჩნდება. ჩვენს სექტორს გვქონდა ეროვნულ ბანკთან ამ თემაზე არაერთხელ საუბარი. შესაბამისად, იმედია, რომ ეს მომავალშიც გაგრძელდება და საბოლოოდ მივიღებთ უფრო მოწესრიგებულ და სწორად დალაგებულ სქემას ბაზარზე.

როდესაც გვაქვს უძრავი ქონების ბაზარი მზარდი, ანუ ფასები და მოთხოვნაც იზრდება, რისკები ნაკლებია, თუმცა როგორც კი რაღაც ბზარი შეიძლება გაჩნდეს, ან დადგეს ის პერიოდი, როცა მოთხოვნა შემცირდება და გვქონია მსგავსი გამოცდილება, ამ შემთხვევაში რისკები გაცილებით იზრდება.

აქ ხომ მიზანი ისაა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ეს პორტფელი ბანკში უნდა გადავიდეს. ბანკმა რომ შეაფასოს რისკიანად და არ მიიღოს მსგავსი პორტფელი, ამ შემთხვევაში ბაზარზე უკვე არაჯანსაღი სიტუაცია იქმნება, შესაძლოა, კოლაფსიც კი მივიღოთ. თუ [შიდა განვადებების] პორტფელის წილი მცირეა, რა თქმა უნდა, ეს გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ რისკები სექტორმა მაშინ შეაფასა, როდესაც დავინახეთ, რომ საკმაოდ დიდი პორტფელი დაგროვდა დეველოპერების მხარეს. რაღაცნაირად კონკურენციაში შევიდა [დეველოპერული სექტორი] საბანკო სექტორთან, რაც მგონია, რომ არაჯანსაღია”, - განაცხადა ბესო ორთოიძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საშემოსავლო გადასახადის ზრდაა მთავარი ინდიკატორი, თუ როგორ აისახება ეკონომიკური ზრდა მოქალაქეებზე - კაკაურიძე

საშემოსავლო გადასახადის ზრდაა მთავარი ინდიკატორი, თუ როგორ აისახება ეკონომიკური ზრდა მოქალაქეებზე - კაკაურიძე

BM.GE

მარტა კოსის თქმით, კანდიდატმა ქვეყნებმა MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ

მარტა კოსის თქმით, კანდიდატმა ქვეყნებმა MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ

BM.GE

შევა თუ არა აგროთანადაფინანსების ახალ პროგრამაში ცვლილებები? - სამინისტროს განმარტება

შევა თუ არა აგროთანადაფინანსების ახალ პროგრამაში ცვლილებები? - სამინისტროს განმარტება

BM.GE

იაპონიამ სავალუტო ინტერვენციებზე 1 თვეში რეკორდული მოცულობის თანხა - $100 მილიარდი დახარჯა

იაპონიამ სავალუტო ინტერვენციებზე 1 თვეში რეკორდული მოცულობის თანხა - $100 მილიარდი დახარჯა

BM.GE