მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როდესაც გინდა, დაეხმარო ქვეყანას, ფული უნდა ჩაასხა. ეს ერთადერთხელ გააკეთა აშშ-ის ძველმა ადმინისტრაციამ და ევროპულმა ბიუროკრატიამ 2009-2011 წლებში - კობახიძე
როდესაც გინდა, დაეხმარო ქვეყანას, ფული უნდა ჩაასხა. ეს ერთადერთხელ გააკეთა აშშ-ის ძველმა ადმინისტრაციამ და ევროპულმა ბიუროკრატიამ 2009-2011 წლებში - კობახიძე

როდესაც გინდა, დაეხმარო ქვეყანას, ფული უნდა ჩაასხა. ეს ერთადერთხელ გააკეთა აშშ-ის ძველმა ადმინისტრაციამ და ევროპულმა ბიუროკრატიამ 2009-2011 წლებში - კობახიძე

BM.GE18 ივლისი, 2026, 19:02|bm.ge

"რეალურად არის ქვეყნები, რომელთა რეალური დახმარებაც შეუძლია ევროპულ ბიუროკრატიას, თუმცა ისინი ამას არ აკეთებენ. როდესაც გინდა, დაეხმარო ქვეყანას, შენ ფული უნდა ჩაასხა ამ ქვეყნის ეკონომიკაში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ის გამოეხმაურა ევროკავშირის საელჩოს ინფორმაციას, რომ ევროკავშირისგან 2019-2024 წლებში ქართულმა სამინისტროებმა მიიღეს 10-ჯერ მეტი მხარდაჭერა, ვიდრე სამოქალაქო სექტორმა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ერთადერთი, როდესაც ეკონომიკაში ჩაასხეს ფული, ამერიკის ძველმა ადმინისტრაციამ და ასევე ევროპულმა ბიუროკრატიამ, ეს იყო 2009-2011 წლები.

„მინდა, კიდევ ერთხელ ვისაუბრო ძალიან სამწუხარო პოლიტიკაზე, რომელიც აქვს ევროპულ ბიუროკრატიას არა მარტო ქართველ ხალხთან მიმართებით, არამედ იგივე მოლდოველ, უკრაინელ ხალხთან მიმართებით და ყველა იმ ხალხთან მიმართებით, რომელიც გამოხატავს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს. რეალურად არის ქვეყნები, რომელთა რეალური დახმარებაც შეუძლია ევროპულ ბიუროკრატიას, თუმცა ისინი ამას არ აკეთებენ. როდესაც გინდა, დაეხმარო ქვეყანას, შენ ფული უნდა ჩაასხა ამ ქვეყნის ეკონომიკაში. ეს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი ქვეყნის გაძლიერებას, რაც ერთადერთხელ გააკეთა ამერიკის ძველმა ადმინისტრაციამ და ასევე ევროპულმა ბიუროკრატიამ ეს იყო 2009-2011 წლები, როდესაც ომის შემდგომ იყო უმძიმესი ვითარება და აგენტურა, სააკაშვილის რეჟიმი იყო გადასარჩენი. ერთადერთი, როდესაც ეკონომიკაში ჩაასხეს ფული, იყო 2009-2011 წლები. ეს არის რეალობა და დანარჩენი არის ქარდები, რომელიც არაფერს ეუბნება ქართულ საზოგადოებას არც ერთხელ, გარდა 2009-2011 წლები, როდესაც უცხოური აგენტურა იყო გადასარჩენი ამ ქვეყანაში, არც ერთ სხვა შემთხვევაში ეკონომიკაში ფული არ ჩაუსხამთ. საქართველო არის მცირე ქვეყანა, ჩვენი ეკონომიკა მთლიანად არის 38 მილიარდი დოლარი, ამაზე ბევრად ნაკლები იყო წლების წინ. საქართველოს ფეხზე დაყენებას არაფერი სჭირდებოდა, ისევე როგორც მოლდოვის ფეხზე დაყენებას არ სჭირდება არაფერი. მოლდოვაში არის უმძიმესი ვითარება, კრიზისული ვითარება და ბოლო სამი წლის განმავლობაში ჯამურად შემცირდა მოლდოვის ეკონომიკა. ამ წლების განმავლობაში ბოლო 5 წლის განმავლობაში 13,5 მილიარდი დოლარი გავზარდეთ სხვაობა საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის. იქ ხომ მაინც ის ხალხია, რომელიც მოსწონს ევროპულ ბიუროკრატიას, რატომ არ ეხმარებიან მოლდოველ ხალხს, არ ეხმარებიან, რადგან არის მარტივი ლოგიკა, რომელიც აქვს „დიფ სთეითს“, შენს აგენტურას არ უნდა დაეხმარო იმისათვის, რომ ძლიერად არ იგრძნოს თავი. ქვეყანამ სუსტად უნდა იგრძნოს თავი იმისათვის, რომ ადვილი იყოს მისი დაქვემდებარება და შესაბამისი ქვეყნის მოსახლეობის დაქვემდებარება, ეს არის „დიფ სთეითის“ პოლიტიკა, რომლის მსხვერპლი არის მოლდოვის მოსახლეობა, უკრაინის მოსახლეობა და რომლის გამოც ქართველ ხალხს მთელი ამ წლების განმავლობაში, სინამდვილეში არსებითად, თვისებრივად არავინ დახმარებია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 190 სტატია.

  • დავით ქართველიშვილი: სექტემბრის პირველი ათი დღე ფაქტობრივად ერთიან დიპლომატიურ ჯაჭვად ყალიბდება - ჯერ ბათუმი, მერე პარიზი, ხოლო შემდეგ ნიუ-იორკი და გაეროს მაღალი ტრიბუნა. 8 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესია იწყება, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კი 20–24 სექტემბერს ნიუ-იორკში ამ სესიაში მიიღებს მონაწილეობასიმედი
  • ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვარუსთავი 2
  • რა მისიით მიდის კობახიძე გაეროში - რას ამბობენ "ოცნებაში"ტვ პირველი
  • კობახიძე ღარიბაშვილზე: სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ აქვს, მდინარაძემაც განმარტაფორმულა
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

სასტუმროების დატვირთვა გაზრდილია, თუმცა რეგიონების მიხედვით განსხვავებულია - ქეთი ამირბარი ტენდენციებზე

სასტუმროების დატვირთვა გაზრდილია, თუმცა რეგიონების მიხედვით განსხვავებულია - ქეთი ამირბარი ტენდენციებზე

BM.GE

რკინიგზამ 6 თვეში 6.9 მლნ ტონა ტვირთი გაატარა - შემოსავალი 3.8%-ით, მოგება კი 60.7%-ით გაიზარდა

რკინიგზამ 6 თვეში 6.9 მლნ ტონა ტვირთი გაატარა - შემოსავალი 3.8%-ით, მოგება კი 60.7%-ით გაიზარდა

BM.GE

ყულევის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ რუსული ნავთობი სრულად ჩაანაცვლა - "ბლექ სი პეტროლიუმის" განცხადება

ყულევის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ რუსული ნავთობი სრულად ჩაანაცვლა - "ბლექ სი პეტროლიუმის" განცხადება

BM.GE

"მამუკა მდინარაძემ ამ საქმეში იმდენად მძიმე შეცდომები დაუშვა, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა გამოიწვია" - ღარიბაშვილი

"მამუკა მდინარაძემ ამ საქმეში იმდენად მძიმე შეცდომები დაუშვა, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა გამოიწვია" - ღარიბაშვილი

BM.GE