მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "როდესაც მრავალი ქვეყანა საწვავის დეფიციტს განიცდის, სომხეთს საიმედო წყარო აქვს და ეს წყარო აზერბაიჯანია" - ალიევი
"როდესაც მრავალი ქვეყანა საწვავის დეფიციტს განიცდის, სომხეთს საიმედო წყარო აქვს და ეს წყარო აზერბაიჯანია" - ალიევი

"როდესაც მრავალი ქვეყანა საწვავის დეფიციტს განიცდის, სომხეთს საიმედო წყარო აქვს და ეს წყარო აზერბაიჯანია" - ალიევი

BM.GE13 ივლისი, 2026, 23:27|bm.ge

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქალაქ შუშაში მიმდინარე მეოთხე გლობალურ მედია ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ თანამედროვე გამოწვევების პირობებში სომხეთს საწვავის დეფიციტის პრობლემა არ აქვს, რადგან მას დახმარებას აზერბაიჯანი უწევს.

"თავად აზერბაიჯანმა უკვე დაიწყო ნავთობპროდუქტების ექსპორტი სომხეთში. თუ არ ვცდები, დღემდე 10,000 ტონაზე მეტი ნავთობპროდუქტია მიწოდებული. განსაკუთრებით დღევანდელ პირობებში, როდესაც მრავალი ქვეყანა საწვავის დეფიციტს განიცდის, სომხეთს საწვავის საიმედო წყარო აქვს და ეს წყარო აზერბაიჯანია. წინააღმდეგ შემთხვევაში, სომხეთი, ალბათ, იძულებული იქნებოდა დღეს ბენზინი და დიზელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ეძებნა“ - განაცხადა ალიევმა

სიტყვით გამოსვლისას აზერბაიჯანის ლიდერმა აღნიშნა ისიც, რომ ქვეყანამ სომხეთის მიმართ დაწესებული ყველა სატრანზიტო შეზღუდვა ცალმხრივად უკვე გააუქმა. სახელმწიფოს მეთაურის განმარტებით, სწორედ ამ ნაბიჯის დამსახურებით, აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სომხეთში რუსეთიდან, ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებიდან უკვე 40,000 ტონაზე მეტი სხვადასხვა დანიშნულების ტვირთი გადაიზიდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საწვავის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • „ივანიშვილის პირდაპირი ბიზნესია ოკუპანტებთან“ - ბესო შენგელია აფხაზეთში საწვავის მიწოდებაზეტვ პირველი
  • საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედისფორმულა
  • გიორგი ახობაძე: მე მგონი უბრალოდ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ საწვავი ათრიონ აფხაზეთისკენ. მერე უბრალოდ დავჯდეთ და ჩვენს ნავთობტერმინალებზე რომ უკრაინული ჩიტები მოფრინდებიან, იმათ შევძახოთ ღიმილით და ჩქარი ტაშითიმედი
  • კობახიძემ აფხაზეთში შეტანილი საწვავის მოცულობა დაასახელანეტგაზეთი
საწვავის →

მსგავსი სტატიები

რუსეთი ხორბლის საექსპორტო ბაჟის გაუქმებას გეგმავს - რუსული მედია

რუსეთი ხორბლის საექსპორტო ბაჟის გაუქმებას გეგმავს - რუსული მედია

BM.GE

2025 წელს, მილიონ ლარზე მეტი ბრუნვა 14 839 კომპანიას ჰქონდა

2025 წელს, მილიონ ლარზე მეტი ბრუნვა 14 839 კომპანიას ჰქონდა

BM.GE

წელს რუსი მილიარდერების ქონება $5 მილიარდზე მეტით შემცირდა - Bloomberg

წელს რუსი მილიარდერების ქონება $5 მილიარდზე მეტით შემცირდა - Bloomberg

BM.GE

თევზის იმპორტი გაიზარდა და გაძვირდა | რატომ?

თევზის იმპორტი გაიზარდა და გაძვირდა | რატომ?

BM.GE