მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან? - სპეციალისტების რეკომენდაციები
როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან? - სპეციალისტების რეკომენდაციები

როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან? - სპეციალისტების რეკომენდაციები

BM.GE3 ივლისი, 2026, 15:00|bm.ge

თბილი თვეების დადგომასთან ერთად, საქართველოში ტკიპების აქტივობა და მათ მიერ გადატანილი ინფექციების რისკი მკვეთრად იზრდება.

ინფექციების თავიდან ასაცილებლად, სპეციალისტები მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ. ტკიპებისა და სხვა მწერებისგან თავის დასაცავად სპეციალისტების რეკომენდაციებს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს:

ტკიპებისა და სხვა მწერებისგან თავის დასაცავად, სასურველია სპეციალური დამცავი საშუალებების გამოყენება და ტანსაცმლის შესაბამისი დამუშავება. 2 თვემდე ასაკის ჩვილებთან მწერების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება არ არის რეკომენდებული.

სპეციალისტები ასევე ურჩევენ მოსახლეობას, მოერიდონ ტყიან და მაღალი ბალახით დაფარულ ადგილებში გადაადგილებას. ბუნებაში ყოფნის შემდეგ აუცილებელია ტანსაცმლისა და პირადი ნივთების დათვალიერება, ხოლო სახლში დაბრუნებისთანავე შხაპის მიღება. სპეციალისტების განმარტებით, ეს ხელს უწყობს სხეულზე ტკიპის დროულ აღმოჩენას.

სხეულზე ტკიპის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი მოცილება უნდა მოხდეს შეძლებისდაგვარად მალე, წვრილი დაბოლოების მქონე პინცეტის გამოყენებით. მნიშვნელოვანია მოჭიდება მოხდეს იმ ადგილას, სადაც ტკიპის პირი ეკვრის ადამიანის კანს.

ტკიპის მოშორების შემდეგ, აუცილებელია ნაკბენი ადგილისა და ხელების საფუძვლიანად დამუშავება.

ჯანმრთელობის მდგომარეობის რაიმე ცვლილების მათ შორის, მაღალი ტემპერატურის, თავის ტკივილის, კბენის ადგილას ქავილის ან სხვა პათოლოგიური ნიშნის გამოვლენის შემთხვევაში მოქალაქეებმა დროულად უნდა მიმართონ ექიმ-ინფექციონისტს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

AG Energy-ის განცხადება გოგნის ქარის პროექტთან დაკავშირებით

AG Energy-ის განცხადება გოგნის ქარის პროექტთან დაკავშირებით

BM.GE

როგორ შეცვალა სერიალმა „Yellowstone“ ამერიკის უძრავი ქონება

როგორ შეცვალა სერიალმა „Yellowstone“ ამერიკის უძრავი ქონება

BM.GE

სამაცივრეებში შენახული პროდუქცია 31.6%-ით, გაყიდვების ღირებულება კი 59.4%-ით გაიზარდა

სამაცივრეებში შენახული პროდუქცია 31.6%-ით, გაყიდვების ღირებულება კი 59.4%-ით გაიზარდა

BM.GE

7 თვეში საგადასახადო დარღვევის 11 800-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა - შემოსავლების სამსახური

7 თვეში საგადასახადო დარღვევის 11 800-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა - შემოსავლების სამსახური

BM.GE