მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორ შეცვალა სერიალმა „Yellowstone“ ამერიკის უძრავი ქონება
როგორ შეცვალა სერიალმა „Yellowstone“ ამერიკის უძრავი ქონება

როგორ შეცვალა სერიალმა „Yellowstone“ ამერიკის უძრავი ქონება

BM.GE17 აგვისტო, 2026, 16:43|bm.ge

ბლოგის ავტორია უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია "პროსპექტი"

პოპ-კულტურასა და მედია-ტრენდებს ხშირად აქვს ძალა, შეცვალოს საზოგადოების გემოვნება, თუმცა იშვიათად ხდება, რომ მხატვრულმა სერიალმა მთელი რეგიონის ეკონომიკა და უძრავი ქონების ბაზარი თავდაყირა დააყენოს. სწორედ ასე მოხდა Paramount-ის ჰიტ სერიალ „Yellowstone“-ის შემთხვევაში, რამაც უძრავი ქონების სექტორში წარმოშვა ახალი ტერმინი Yellowstone Effect.

„Yellowstone“ სიუჟეტი მონტანას შტატში ვითარდება, ხოლო მისი რეალური გადაღებები მიმდინარეობდა მონტანას ბიტერრუტის ველზე, ქალაქ დარბიში მდებარე ისტორიულ Chief Joseph Ranch-ზე, ასევე მისულასა (Missoula) და იუტას შტატის ლოკაციებზე.

„Yellowstone Effect“ - გავლენა ამერიკის უძრავი ქონების ბაზარზე

სერიალის ეკრანებზე გამოჩენამ გამოიწვია ქალაქის მცხოვრებთა, განსაკუთრებით კალიფორნიიდან და ნიუ-იორკიდან მასობრივი დაინტერესება სოფლის ცხოვრებით, რანჩოებითა და ბუნებასთან სიახლოვით.

სერიალის დებიუტის შემდეგ, აშშ-ში რანჩოებსა და სოფლის ტიპის მიწის ნაკვეთებზე ფასები საშუალოდ 110%-ზე მეტით გაიზარდა, ფაქტობრივად გაორმაგდა.

2026 წლის მონაცემებით, იელოუსტოუნის მიმდებარე რეგიონებში ფასების ზრდამ პიკს მიაღწია.

Big Sky, მონტანა: 2026 წლის მაისში საცხოვრებელი ქონების მედიანური გასაყიდი ფასი წლიურად 10.4%-ით გაიზარდა და $2,423,550 შეადგინა.

აპარტამენტების სეგმენტი: 2026 წლის მეორე კვარტალში Big Sky-ში აპარტამენტების მედიანური ფასი 22.7%-ით გაიზარდა დაახლოებით $1,650,000-მდე.

Yellowstone Club: ექსკლუზიურ კერძო სათხილამურო და გოლფ საზოგადოებაში რეზიდენციების ღირებულება კი $10 მილიონს აჭარბებს.

Yellowstone County: რეგიონულ ცენტრში სახლების მედიანურმა ფასმა $408,674

შეადგინა და 9.0%-იანი წლიური ზრდა განავითარა.

West Yellowstone: ეროვნული პარკის შესასვლელთან მდებარე ქალაქში საშუალო ფასმა $660,699-ს მიაღწია და წლიურად 3.0%-ით გაიზარდა

• დემოგრაფიული ძვრები, ტურიზმი და კულტურული ტრენდები

უძრავი ქონების გარდა, სერიალმა მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ცვლილებები გამოიწვია. მონტანას შტატში 50,000-ზე მეტი ახალი მცხოვრები გადავიდა საცხოვრებლად, რამაც რეგიონის დემოგრაფია საგრძნობლად შეცვალა. პარალელურად, სერიალის გადაღებამ და ტურიზმის ბუმმა ადგილობრივ ეკონომიკაში ასობით მილიონი დოლარის შემოდინება უზრუნველყო და 10,000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. ამასთანავე, ამ ეფექტმა გლობალურ მოდაზეც იმოქმედა მთელ მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა ინტერესი ვესტერნ-სტილის ტანსაცმელზე, კოვბოის ჩექმებსა და ქუდებზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დმანისი-საფარლოს გზის 15-კილომეტრიან მონაკვეთს 12.5 მლნ ლარად რეაბილიტაცია უტარდება - რა ეტაპზეა?

დმანისი-საფარლოს გზის 15-კილომეტრიან მონაკვეთს 12.5 მლნ ლარად რეაბილიტაცია უტარდება - რა ეტაპზეა?

BM.GE

II კვარტალში შემცირდა რძის, ხორცისა და კვერცხის წარმოება - საქსტატი

II კვარტალში შემცირდა რძის, ხორცისა და კვერცხის წარმოება - საქსტატი

BM.GE

AG Energy-ის განცხადება გოგნის ქარის პროექტთან დაკავშირებით

AG Energy-ის განცხადება გოგნის ქარის პროექტთან დაკავშირებით

BM.GE

სამაცივრეებში შენახული პროდუქცია 31.6%-ით, გაყიდვების ღირებულება კი 59.4%-ით გაიზარდა

სამაცივრეებში შენახული პროდუქცია 31.6%-ით, გაყიდვების ღირებულება კი 59.4%-ით გაიზარდა

BM.GE