
როგორ გადანაწილდა ხმები სომხეთის არჩევნების ელექტრონულ კენჭისყრაში - ცესკოს მონაცემები
სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებზე ელექტრონული კენჭისყრის შედეგები წარადგინა. მონაცემები უწყების თავმჯდომარემ, ვააგნ ოვაკიმინმა გაასაჯაროვა, რის შემდეგაც ცესკომ შედეგები ოფიციალურად დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო „არმენპრესი“ ავრცელებს.
უწყების ცნობით, ელექტრონული კენჭისყრის უფლება სულ სომხეთის 537-მა მოქალაქეს ჰქონდა რომელთაგან არჩევნებში მონაწილეობა 410-მა პირმა მიიღო. ბათილად იქნა ცნობილი 22 ბიულეტენი.
შეგახსენებთ, რომ სომხეთში ელექტრონული ფორმით ხმის მიცემის უფლება საზღვარგარეთ მყოფ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და მათ ოჯახის წევრებს აქვთ.
ხმები პოლიტიკურ სუბიექტებს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა:
• „სამოქალაქო კონტრაქტი“ (მმართველი პარტია) — 330 ხმა; • ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ — 13 ხმა; • პარტია „ერთიანობის ფრთები“ — 13 ხმა; • ბლოკი „სომხეთი“ — 8 ხმა; • დემოკრატიული პარტია „ყველას წინააღმდეგ“ — 5 ხმა; • სომხეთის მერიტოკრატიული პარტია — 5 ხმა; • პარტია „აყვავებული სომხეთი“ — 5 ხმა; • პარტია „რესპუბლიკა“ — 4 ხმა; • რეფორმისტული პარტია „ახალი ძალა“ — 3 ხმა; • პარტია „დემოკრატიული კონსოლიდაცია“ — 1 ხმა; • პარტია „დემოკრატია, კანონი, დისციპლინა“ — 1 ხმა; • პარტია „განათლებული სომხეთი“ — 1 ხმა.
დანარჩენ პოლიტიკურ სუბიექტებს, მათ შორის „რეფორმისტების პარტიას“, „ეროვნულ-დემოკრატიულ პოლუსს“, „სომხეთის ეროვნულ კონგრესსა“ და ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას, ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხმები არ მიუღიათ (0 ხმა).
BM.GE
წყარო: bm.ge