
საქართველოს eFootball Mobile-ის ეროვნული ნაკრები FIFA-ს საკონტინენტთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი გახდა
რუსთავი 2|rustavi2.ge
საქართველოს eFootball Mobile-ის ეროვნული ნაკრები FIFA-ს საკონტინენტთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი გახდა. გიორგი გაბუნიამ და საბა პეტრიაშვილმა ფინალამდე წარმატებული გზა გაიარეს.
ნახევარფინალში საქართველომ საბერძნეთი 2:1 დაამარცხა, თუმცა ფინალში თურქეთთან, ოქროს გოლის პრინციპით, დამარცხდა.
ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ყველაზე მეტი გოლი გაიტანა, რაც გუნდის გამორჩეულ შედეგზე მიუთითებს. მიუხედავად ფინალში მარცხისა, საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა - პირველად ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, რომელიც 16-23 ოქტომბერს საუდის არაბეთში გაიმართება.
გაზიარება:
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge