მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორ გეგმავს VW კრიზისიდან გამოსვლას?
როგორ გეგმავს VW კრიზისიდან გამოსვლას?

როგორ გეგმავს VW კრიზისიდან გამოსვლას?

BM.GE7 სექტემბერი, 2026, 23:53|bm.ge

ფინანსური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით, გერმანული ავტოგიგანტი Volkswagen-ი 2030 წლისთვის გლობალური სამუშაო ძალის დაახლოებით 15%-ის, ანუ 100 000 თანამშრომლის შემცირებას გეგმავს.

VW Group-ის ხელმძღვანელობის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხარჯების ოპტიმიზაციასა და ინდუსტრიაში მზარდი კონკურენციის ფონზე, კომპანიის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას ისახავს მიზნად. მათი შეფასებით, მასშტაბური რესტრუქტურიზაცია ჯგუფის გრძელვადიანი მომავლისა და პოზიციების დასაცავად გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს

ამასთან, მასშტაბურმა ცვლილებებმა გერმანიაში მდებარე ოთხი ქარხნის: ემდენის, ცვიკაუს, ჰანოვერისა და ნეკარსულმის ობიექტების მომავალი ბუნდოვანი გახადა. ავტომწარმოებელში აცხადებენ, რომ 2031-იდან 2034 წლამდე პერიოდში აღნიშნული საწარმოების კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას ამ ეტაპზე ვერ მოახერხებენ და ამჟამად ამ სივრცეების ალტერნატიული გამოყენების შესაძლებლობებს განიხილავენ.

საყურადღებოა, რომ დაგეგმილი შემცირებები გლობალურ ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იქნება. ექსპერტების შეფასებით, Volkswagen-ი ამ ნაბიჯს აშშ-ის ტარიფების, ელექტრომობილებზე დაბალი მოთხოვნისა და ჩინელი ავტომწარმოებლების მხრიდან მზარდი კონკურენციის გამო დგამს. თუ VW სამუშაო ძალას დრამატულად არ შეამცირებს, ის ზარალზე დარჩება და გრძელ ვადაში კომპანია გაკოტრებამდე მივა.

ფინანსური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით, გერმანული ავტოგიგანტი Volkswagen-ი 2030 წლისთვის გლობალური სამუშაო ძალის დაახლოებით 15%-ის, ანუ 100 000 თანამშრომლის შემცირებას გეგმავს.

Volkswagen-ის ფინანსურ პრობლემებს რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა განაპირობებს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ევროპაში ავტომობილებზე მოთხოვნის შემცირებისა და საწარმოო სიმძლავრეების სიჭარბის ფონზე კომპანიის მაღალი ხარჯვითი ბაზაა. ევროპული ავტომობილების ბაზარი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 2 მილიონი ავტომობილით ნაკლები მოცულობით ფუნქციონირებს, რის გამოც Volkswagen-ს რეგიონში მნიშვნელოვანი ჭარბი საწარმოო სიმძლავრეები აქვს. შეფასებებით, კომპანიის ევროპული ქარხნები წლიურად დაახლოებით 500 000 ავტომობილით მეტის წარმოების შესაძლებლობას ფლობენ, ვიდრე ბაზარზე რეალურად იყიდება.

Volkswagen-ისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩინეთის ბაზარზეც პოზიციების შესუსტება. ჩინეთი წლების განმავლობაში ჯგუფის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბაზარი და მოგების გენერირების წყარო იყო, თუმცა ადგილობრივმა მწარმოებლებმა, მათ შორის ელექტრომობილების მწარმოებელმა BYD-მ, ბაზარზე სწრაფად გააფართოვეს საკუთარი წილი. ჩინური კომპანიები მომხმარებლებს შედარებით დაბალ ფასად ტექნოლოგიურად დატვირთულ ელექტრომობილებს სთავაზობენ, რაც Volkswagen-ს ფასისა და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით დამატებით კონკურენციას უქმნის.

კომპანიისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ელექტრომობილებზე გადასვლის მაღალი ღირებულებაა. Volkswagen-მა ელექტრიფიკაციის მიმართულებით მასშტაბური ინვესტიციები განახორციელა — მათ შორის ახალი ელექტრომობილების პლატფორმების, ბატარეების წარმოებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაში. თუმცა, ევროპასა და აშშ-ში ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდა მოსალოდნელზე ნელი აღმოჩნდა. მაღალი საპროცენტო განაკვეთები, ელექტრომობილების შედარებით მაღალი ფასები და დამტენი ინფრასტრუქტურის არასაკმარისი განვითარება მომხმარებელთა ნაწილისთვის კვლავ მნიშვნელოვან ბარიერებად რჩება.

კრიზისს ასევე ემატება გლობალური სავაჭრო დაძაბულობა. აშშ-ის იმპორტის ტარიფები და ევროკავშირის მიერ ჩინეთში წარმოებულ ელექტრომობილებზე დაწესებული დამატებითი ტარიფები Volkswagen-ისთვის ხარჯებს ზრდის და მიწოდების ჯაჭვებს ართულებს. ამ უკანასკნელის გავლენა განსაკუთრებით იმ მოდელებზე აისახება, რომლებიც ჩინეთში იწარმოება და ევროპულ ბაზარზე იყიდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გეგმავს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 60 სტატია.

  • ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებთან მოლაპარაკებების შემდეგ მომდევნო ნაბიჯებს გეგმავსფორმულა
  • ირანი სპარსეთის ყურეში ახალი შეზღუდული ზონის შექმნას გეგმავსიმედი
  • მედია: ფონ დერ ლაიენის ახალი ინიციატივა - როგორ გეგმავს ევროკომისია მოქალაქეთა კერძო დანაზოგის გამოყენებას შიდა სესხებისა და ინვესტიციებისთვისრუსთავი 2
  • "ოცნება“ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვარის გაზრდას გეგმავსტვ პირველი
გეგმავს →

მსგავსი სტატიები

აჭარაში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება - ბათუმში 2 500 მოსწავლე განახლებულ სკოლებში ისწავლის

აჭარაში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება - ბათუმში 2 500 მოსწავლე განახლებულ სკოლებში ისწავლის

BM.GE

დონალდ ტრამპმა ნიუ-მექსიკოს შტატისთვის „ნიუ-ამერიკის“ დარქმევის ინიციატივა წამოაყენა

დონალდ ტრამპმა ნიუ-მექსიკოს შტატისთვის „ნიუ-ამერიკის“ დარქმევის ინიციატივა წამოაყენა

BM.GE

ბათუმის სასტუმროებში ტურისტების სეგმენტი იცვლება - როგორია ტენდენციები?

ბათუმის სასტუმროებში ტურისტების სეგმენტი იცვლება - როგორია ტენდენციები?

BM.GE

"მთვარე ჩვენია" - დონალდ ტრამპი

"მთვარე ჩვენია" - დონალდ ტრამპი

BM.GE