მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ლულა და სილვამ ბრაზილიის არჩევნების მეორე ტურში ფლავიო ბოლსონარუ დაამარცხა
ლულა და სილვამ ბრაზილიის არჩევნების მეორე ტურში ფლავიო ბოლსონარუ დაამარცხა

ლულა და სილვამ ბრაზილიის არჩევნების მეორე ტურში ფლავიო ბოლსონარუ დაამარცხა

ფორმულა|formulanews.ge

ბრაზილიის მოქმედმა მემარცხენე პრეზიდენტმა, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დრამატული გამარჯვება მოიპოვა და თავისი მეტოქე, ულტრამემარჯვენე სენატორი ფლავიო ბოლსონარუ დაამარცხა. ამით ლულა 1988 წელის შემდეგ გახდა პირველი პრეზიდენტი, რომელმაც პირველ ტურში მარცხის შემდეგ მეორე ტურში საბოლოო გამარჯვების მოპოვება შეძლო.

ბრაზილიის უმაღლესი საარჩევნო სასამართლოს ოფიციალური მონაცემებით, ლულა და სილვამ ამომრჩეველთა ხმების 51.79% მიიღო, ხოლო ფლავიო ბოლსონარუმ — 48.21%, რაც მათ შორის 4.4 მილიონზე მეტი ხმის სხვაობას შეადგენს. ეს ლულასთვის ისტორიული მეოთხე საპრეზიდენტო ვადა იქნება. გამარჯვების შემდეგ მხარდამჭერებისადმი სიტყვით გამოსვლისას მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ახალგაზრდა ამომრჩევლებს, რომლებიც დემოკრატიის დასაცავად იბრძოდნენ, და ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგებმა მკაფიოდ აჩვენა — ბრაზილია არ მიიღებს იმას, რომ ვინმეს უკანა ეზოდ იქცეს.

მეტოქემ, სენატორმა ფლავიო ბოლსონარუმ — ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს ვაჟმა — არჩევნებში, დამარცხება არ აღიარა და შედეგების გაუქმება მოითხოვა. თუმცა, საარჩევნო სამართლის ექსპერტების შეფასებით, არჩევნების გაუქმების შანსები თითქმის არ არსებობს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: არჩევნები

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • ისრაელი არჩევნების წინ - ნეთანიაჰუს პოლიტიკური მომავალი, უსაფრთხოების გამოწვევები და ქართული კვალი წმინდა მიწაზერუსთავი 2
  • „არჩევნები წავაგეთ“ - ალექსანდრ ვუჩიჩმა დამარცხება აღიარაBM.GE
  • სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - ვუჩიჩის პარტიას სტუდენტური მოძრაობა უპირისპირდებატვ პირველი
  • პუტინი მზადაა, გასცეს მითითება, არ დაარტყან უკრაინას არჩევნების დღეს – პესკოვინეტგაზეთი
არჩევნები →

მსგავსი სტატიები

უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟზე იერიში მიიტანეს, არის მსხვერპლი

უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟზე იერიში მიიტანეს, არის მსხვერპლი

ფორმულა

გერმანია საკუთარი არმიისთვის უკრაინაში შექმნილ „ბარსის“ რაკეტებს შეიძენს

გერმანია საკუთარი არმიისთვის უკრაინაში შექმნილ „ბარსის“ რაკეტებს შეიძენს

ფორმულა

სერბეთის არჩევნებში სტუდენტურმა მოძრაობამ გაიმარჯვა - ალექსანდრ ვუჩიჩმა მარცხი აღიარა

სერბეთის არჩევნებში სტუდენტურმა მოძრაობამ გაიმარჯვა - ალექსანდრ ვუჩიჩმა მარცხი აღიარა

ფორმულა

19:00 საათის მონაცემებით, სერბეთის არჩევნებზე რეკორდული აქტივობაა - 67.6%

19:00 საათის მონაცემებით, სერბეთის არჩევნებზე რეკორდული აქტივობაა - 67.6%

ფორმულა