
როგორ მოვაწყოთ აივანი გაზაფხულზე და ზაფხულში — იდეები Extra.ge-სგან
ნელ-ნელა დათბა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ყოველდღიურობაში აივანი კიდევ უფრო დიდ დატვირთვას შეიძენს. ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ, ეს სივრცე განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. დროა, ახალი სეზონისთვის მოვამზადოთ, დავალაგოთ, რათა ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად გარემოსთან შესაბამისად ადაპტირდეს.
აივნის ტრანსფორმაცია მხოლოდ დასუფთავებით არ შემოიფარგლება. პროცესი მოიცავს ავეჯის განახლებას, მცენარეების სწორად გადანაწილებას, დეკორაციების შერჩევასა და კომფორტული, მყუდრო ატმოსფეროს შექმნას.
დღევანდელ სტატიაში Extra.ge - ყველაზე დიდი ციფრული მარკეტფლეისი საქართველოში, იმ საჭირო ნივთების სიას გთავაზობთ, რომლებიც ამ გაზაფხულსა და ზაფხულში აივნის მოწყობისას შეიძლება დაგჭირდეთ. გაეცანით რჩევებს ამ საკითხში კომპეტენტური გუნდისგან, რათა თქვენი აივანი სეზონის ცვლილების შესაბამისად იდეალურად გადააწყოთ და თბილი საღამოები მყუდრო გარემოში გაატაროთ.
დავიწყოთ სივრცის დასუფთავებით
ზამთრის განმავლობაში, ნალექიდან გამომდინარე, აივანი ისვრება. იმის მიუხედავად, რამდენად ხშირად ალაგებდით, შესაძლოა, ლაქები იყოს დარჩენილი ან პატარ-პატარა დაზიანებები აღმოაჩინოთ. პირველ რიგში, აუცილებელია სივრცის ზედმეტი ნივთებისგან გამოთავისუფლება. ეს პროცესი გულისხმობს იატაკისა და მოაჯირების გარეცხვას დაგროვილი მტვრისა და ნალექისგან, კარის მინის გაპრიალებას და იმ კუთხეების დამუშავებას, სადაც ნესტი უფრო მეტად აღწევს. არ დაგავიწყდეთ ავეჯის ზედაპირების გადაწმენდაც. ამ პროცესში შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ ინვენტარის ნაწილი შესაცვლელია. დეკორირებასა და ახალი ნივთებით შევსებაზე მხოლოდ მას შემდეგ შეგიძლიათ გადახვიდეთ, რაც სივრცე სუფთა და დალაგებულია.
შევარჩიოთ გარე ავეჯი
თუ სეზონზე გარე ავეჯის შეცვლას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ გაზაფხულსა და ზაფხულში ამინდი საკმაოდ ცვალებადია. კარგი იქნება, თუ ისეთ მასალებს აარჩევთ, რომლებიც მცხუნვარე მზეს და ტენს გაუძლებს, არც გადახურდება და არც წვიმაში დაზიანდება მარტივად. ამ შემთხვევაში, კარგი გადაწყვეტილებაა სინთეტიკური რატანი, სპეციალური დამცავი ფენით დაფარული ლითონი ან მყარი ხე, როგორიცაა აკაცია.