მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორ შეიცვალა დღეს ნავთობის და გაზის ფასები?
როგორ შეიცვალა დღეს ნავთობის და გაზის ფასები?

როგორ შეიცვალა დღეს ნავთობის და გაზის ფასები?

BM.GE11 სექტემბერი, 2026, 17:40|bm.ge

დღევანდელ სავაჭრო სესიაზე ენერგეტიკულ ბირჟაზე კორექცია შეინიშნება – ბარელი Brent-ის ფასი 3%-ით არის შემცირებული და 104 დოლარს შეადგენს; ხოლო WTI-ის მარკის ნავთობის ფასი 2.5%-იან კორექციას აფიქსირებს და 100 დოლარად ივაჭრება. რუსული Urals-ის ფასი წელს 106%-ით არის გაზრდილი და ის ამჟამად 104 დოლარს აღწევს.

მიუხედავად მცირედი გაუფასურებისა, წლის დასაწყისიდან დღემდე ნავთობის საშუალოდ მაინც 70%-ით არის გაძვირებული; ხოლო ერთი თვის განმავლობაში მატების მაჩვენებელი 20%-ს აღწევს.

რაც შეეხება ბუნებრივ არის, მისი ფასი დღეს 2.5%-ით არის შემცირებული და მეგავატი/საათი ენერგიის ფასი 80 დოლარს შეადგენს, რაც წელს 185%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

მკვეთრად არის გაძვირებული საავიაციო საწვავიც, რომლის გლობალური საშუალო ღირებულება წლის დასაწყისიდან დღემდე თითქმის 100%-ით არის გაზრდილი და ბარელზე 171 დოლარს აჭარბებს.

ენერგეტიკულ ბაზარზე არსებულ ვითარებას ახლო აღმოსავლეთში ვითარების გაუარესება, აშშ-ირანის მოლაპარაკების პროცესის ჩაშლა, იემენელი ჰუსტიების მიერ იერიშების განხორციელება და ჰორმუზის სრუტის პარალიზება იწვევს.

ინვესტორები შიშობენ, რომ ვითარება წლის ბოლომდე ვერ გამოსწორდება, რასაც მოახლოებული ზამთრის პერიოდი და ამოწურული სტრატეგიული მარაგების პრობლემა ემატება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა სკანდალში გაეხვია HSBC-ის ისლამური ფონდი?

რა სკანდალში გაეხვია HSBC-ის ისლამური ფონდი?

BM.GE

როგორია მოლოდინები აშშ-ის შუალედური არჩევნების მიმართ?

როგორია მოლოდინები აშშ-ის შუალედური არჩევნების მიმართ?

BM.GE

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა, იგი გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის სამიტს დაესწრება

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა, იგი გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის სამიტს დაესწრება

BM.GE

დიდი ვალების გამო, ილონ მასკი 200-მდე AI-კომპანიის გაკოტრებას პროგნოზირებს

დიდი ვალების გამო, ილონ მასკი 200-მდე AI-კომპანიის გაკოტრებას პროგნოზირებს

BM.GE