
როგორ ვმართოთ ყოველდღიური ბიუჯეტი უფრო ჭკვიანურად - McDonald’s-ის Smart Living-ის პრინციპი
McDonald's-ის ახალი McSmart პლატფორმა მომხმარებელს 14.95 ლარად სთავაზობს კომბინირებულ მენიუს, მთელი საიდუმლოება კი Smart Living-ის პრინციპშია.
ფასების ცვლილებების პირობებში ყოველდღიური ბიუჯეტის მართვა სულ უფრო მეტად გააზრებულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. თვის ხარჯებში მნიშვნელოვანი ადგილი არა მხოლოდ ფიქსირებულ ფინანსურ ვალდებულებებს, არამედ ყოველდღიურ არჩევანსაც უკავია: სად მივირთმევთ, რამდენს ვხარჯავთ ყავაზე, ტრანსპორტზე, გართობასა თუ მცირე საყიდლებზე.
ბიუჯეტის ეფექტიანი მართვა მხოლოდ ნაკლები ხარჯვა არ არის. მთავარი კითხვაა, რამდენ ღირებულებას ვიღებთ თითოეული დახარჯული ლარის სანაცვლოდ. სწორედ აქ ჩნდება Smart Living-ის პრინციპი, ყოველდღიურ საჭიროებებსა და სასიამოვნო გამოცდილებებზე უარის თქმის ნაცვლად, არჩევანის უფრო ჭკვიანურად გაკეთება.
სწორი გადაწყვეტილება, ეს არის არჩევანი, რომელიც ჩვენს საჭიროებებს, შესაძლებლობებს და პრიორიტეტებს უკეთ ერგება. გვაძლევს სასურველ ღირებულებას და ამავდროულად გვეხმარება, ყოველდღიური ბიუჯეტი უფრო ეფექტიანად და თან ჭკვიანურად ვმართოთ.
McDonald's-ის ახალი McSmart პლატფორმა მომხმარებელს 14.95 ლარად სთავაზობს კომბინირებულ მენიუს, რომელშიც შედის ორი ბურგერი, საშუალო ფრი, კოლა და კეტჩუპი. ორი ბურგერის არჩევანი მომხმარებელზეა დამოკიდებული: შესაძლებელია ორი ჩიზბურგერის, ერთი ჩიზბურგერის და ერთი მინი ჩიქენის ან ორი მინი ჩიქენის კომბინაცია.
McSmart ლოგიკაც სწორედ ეს არის. მომხმარებელმა ერთ კონკრეტულ თანხაში მიიღოს რამდენიმე პროდუქტი და თავად განსაზღვროს მისთვის სასურველი კომბინაცია.
“მაკდონალდს საქართველოს” McSmart პლატფორმის გზავნილია, რომ ბიუჯეტის დაზოგვისას, უარი არ ვთქვათ საჭიროებებზე, არამედ ერთი და იმავე საჭიროების დაკმაყოფილება შესაძლებელია განსხვავებული ფასით, ან ისეთი შეთავაზებით, რომელიც მეტი პროდუქტის მიღების საშუალებას იძლევა და დაზოგილი თანხა სხვა მიზნისთვის შეიძლება გამოვიყენოთ.
მაგალითად, ყოველდღიურ კვებაზე დაზოგილი რამდენიმე ლარი თვის განმავლობაში უკვე კონკრეტულ თანხას ქმნის. ეს შეიძლება იყოს თანხა, რომელიც შემდეგ მოგზაურობისთვის, ჰობისთვის, სპორტული აქტივობისთვის ან სხვა პირადი მიზნისთვის გადაიდება.
ანუ Smart Living იდეა მარტივია: ყოველდღიურ აუცილებელ ხარჯში მიღებული ეკონომია შეიძლება გრძელვადიან სურვილად ვაქციოთ.
BM.GE
წყარო: bm.ge