მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორ ყალიბდება საწვავის ფასი საქართველოში - "ფასების კომისიის" დასკვნა და რეკომენდაციები
როგორ ყალიბდება საწვავის ფასი საქართველოში - "ფასების კომისიის" დასკვნა და რეკომენდაციები

როგორ ყალიბდება საწვავის ფასი საქართველოში - "ფასების კომისიის" დასკვნა და რეკომენდაციები

BM.GE1 მაისი, 2026, 21:00|bm.ge

საქართველოს საწვავის სექტორის მთავარი სტრუქტურული გამოწვევა მიწოდების წყაროების შეზღუდული დივერსიფიკაციაა - ნათქვამია ფასწარმოქმნის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის შემაჯამებელ დასკვნაში.

დოკუმენტის თანახმად, 2025 წელს იმპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთზე, ბულგარეთზე, რუმინეთსა და აზერბაიჯანზე მოდიოდა, რაც ბაზარს მოწყვლადს ხდის გეოპოლიტიკური, სანქციური თუ ლოგისტიკური შეფერხებების მიმართ.

კომისიის ანალიზით, საქართველოში საწვავის ფასზე გადამწყვეტ გავლენას საერთაშორისო ნავთობის ფასი, ლარის გაცვლითი კურსი და ლოგისტიკური ხარჯები ახდენს. მაგალითად, 2026 წლის მარტი-აპრილის პერიოდში, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ფონზე, ბენზინის ფასი 10.8%–14.4%-ით, ხოლო დიზელის —20.1%–23.8%-ით გაიზარდა.

დასკვნაში ხაზგასმულია, რომ საწვავზე აქციზის შემცირება ფასების კლების ეფექტურ მექანიზმად ვერ ჩაითვლება, რადგან საქართველოში ეს გადასახადი ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ისედაც დაბალია.

bm.ge უცვლელად გთავაზობთ დოკუმენტის იმ ნაწილს, რომელიც ბაზრის კონცენტრაციასა და ძირითად რეკომენდაციებს ეხება:

„საქართველოს საწვავის ბაზარი მზარდი მოხმარებითა და მაღალი იმპორტდამოკიდებულებით ხასიათდება. 2025 წელს ქვეყანაში 1.84 მლრდ ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით, 9.4%-იანი ზრდაა. 2025 წელს 5 მსხვილი კომპანიის ჯამური წილი 67.3% იყო, რაც ნიშნავს, რომ ბაზარი საშუალო კონცენტრაციით ხასიათდება.

ფასების ფორმირებაზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს საერთაშორისო ნავთობის ფასი, გაცვლითი კურსი და ლოგისტიკური ხარჯები. 2026 წლის მარტი-აპრილის პერიოდში ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობამ და გლობალურმა ენერგეტიკულმა რისკებმა საქართველოში საწვავის ფასების ზრდა დააჩქარა: ბენზინის (რეგულარი და პრემიუმი) ფასი 10.8%–14.4%- ით, ხოლო დიზელის ფასი 20.1%–23.8%-ით გაიზარდა.

ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოში საწვავზე აქციზი ევროპულ ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია, ამიტომ მისი შემცირება ფასების მდგრადი კლების ეფექტიან მექანიზმად ვერ ჩაითვლება. ფასებზე უფრო დიდი გავლენა აქვს გარე შოკებს, იმპორტის წყაროების კონცენტრაციას, ლოგისტიკას და მარაგების მართვას.

საქართველოს საწვავის სექტორის მთავარი სტრუქტურული გამოწვევა არის მიწოდების წყაროების შეზღუდული დივერსიფიკაცია. 2025 წელს იმპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი მოდიოდა რუსეთზე, ბულგარეთზე, რუმინეთსა და აზერბაიჯანზე, რაც ბაზარს მოწყვლადს ხდის გეოპოლიტიკური, სანქციური ან ლოგისტიკური შეფერხებების მიმართ.

მთავარი რეკომენდაციებია: სტრატეგიული მარაგების მართვის გაუმჯობესება, იმპორტის წყაროების დივერსიფიკაცია, ლოგისტიკური ჯაჭვის ოპტიმიზაცია და თვითმომსახურების მოდელების ეტაპობრივი დანერგვა. საერთო ჯამში, საწვავის ფასების სტაბილურობა საქართველოში უფრო მეტად მიიღწევა კონკურენციის გაღრმავებით, მიწოდების უსაფრთხოებითა და ბაზრის გამჭვირვალობით, ვიდრე ფასების ადმინისტრაციული კონტროლით“.

კომისია მიიჩნევს, რომ ფასების სტაბილურობისთვის საჭიროა არა ადმინისტრაციული კონტროლი, არამედ იმპორტის წყაროების დივერსიფიკაცია, სტრატეგიული მარაგების მართვის გაუმჯობესება და თვითმომსახურების მოდელების ეტაპობრივი დანერგვა, რაც საოპერაციო ხარჯების შემცირებას შეუწყობს ხელს.

დასკვნა კომისიამ უკვე მიიღო და განსახილველად ჯერ პარლამენტის ბიუროს, შემდეგ კი აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაეცემა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დონალდ ტრამპი გერმანიაში ამერიკული ჯარების რაოდენობის შემცირებას განიხილავს

დონალდ ტრამპი გერმანიაში ამერიკული ჯარების რაოდენობის შემცირებას განიხილავს

BM.GE

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა დაზღვევის ფასებზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა - ნინა კობახიძე

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა დაზღვევის ფასებზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა - ნინა კობახიძე

BM.GE

"რუსთავი2-ის" გენერალურ დირექტორად ნინო შუბლაძე დაინიშნა

"რუსთავი2-ის" გენერალურ დირექტორად ნინო შუბლაძე დაინიშნა

BM.GE

თაბუკაშვილის N51-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციისთვის ₾6,9-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

თაბუკაშვილის N51-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციისთვის ₾6,9-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

BM.GE