მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორი ფინანსური შედეგები აქვს Starbucks-ს?
როგორი ფინანსური შედეგები აქვს Starbucks-ს?

როგორი ფინანსური შედეგები აქვს Starbucks-ს?

BM.GE30 აპრილი, 2026, 02:34|bm.ge

ყავის მაღაზიების გლობალური ქსელის მფლობელმა კომპანია Starbucks-მა მეორე კვარტალის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. საანგარიშო პერიოდში ბრენდის შემოსავალი 9%-ით გაიზარდა და $9.53 მილიარდს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიის წმინდა მოგებამ $384.2 მილიონი შეადგინა, ამჯერად მაჩვენებელი $510.9 მილიონამდე გაიზარდა. თითო აქციაზე კორექტირებულმა მოგებამ $0.50 ცენტი შეადგინა, რაც $0.07 ცენტით აღემატება ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდებ შედეგს.

რაც შეეხება დეტალურ მაჩვენებლებს, გლობალური მასშტაბით იმ კაფეებში, რომლებიც მინიმუმ ერთი წელია მუშაობენ, გაყიდვები 6.2%-ით გაიზარდა. ზრდის მთავარი ფაქტორი აშშ-ის ბაზარზე მომხმარებელთა ვიზიტების მატება აღმოჩნდა. კონკრეტულად ამერიკულ ობიექტებში გაყიდვების მაჩვენებელმა 7.1%-ით მოიმატა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კომპანიას ასეთი მაღალი აქტივობა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ ჰქონია. აპრილის თვის მონაცემებით, გაყიდვების ზრდის ტენდენცია კვლავ ნარჩუნდება.

რაც შეეხება ჩინეთს, სადაც კომპანია გაყიდვების სტიმულირებისთვის ფასდაკლებებს იყენებდა, ზრდამ მხოლოდ 0.5% შეადგინა. ანგარიშგების გამოქვეყნების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კომპანია მომავალში ჩინეთის ფინანსურ მონაცემებს ცალკე აღარ გამოაქვეყნებს.

როგორც ირკვევა, გლობალურად და ამერიკის ბაზარზე დადებული დადებითი შედეგის განმაპირობებელი გახდა ის, რომ აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრაიან ნიკოლმა ფასდაკლებების პოლიტიკას გადახედა და აქცენტი მომსახურების ხარისხზე გადაიტანა. მენიუში ახალი საკონდიტრო ნაწარმისა და ცივი სასმელების დამატებამ მომხმარებელთა ლოიალობაზე დადებითი გავლენა იქონია.

აღსანიშნავია, რომ აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე ომით გამოწვეული საწვავის ფასების მატების მიუხედავად, მომხმარებელთა ქცევა ამ ეტაპზე არ შეცვლილა.

დადებითი შედეგების გამოქვეყნების ფონზე Starbucks-ის აქციების ფასი 5.5%-ით გაიზარდა.

ცნობისთვის, Starbucks-ი მსოფლიოში ყავის მაღაზიების უმსხვილესი ქსელია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE