მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორი იქნება ევროს ახალი ბანკნოტები? - ECB-მ ონლაინ საჯარო გამოკითხვა დაიწყო
როგორი იქნება ევროს ახალი ბანკნოტები? - ECB-მ ონლაინ საჯარო გამოკითხვა დაიწყო

როგორი იქნება ევროს ახალი ბანკნოტები? - ECB-მ ონლაინ საჯარო გამოკითხვა დაიწყო

BM.GE24 ივლისი, 2026, 18:30|bm.ge

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) ევროს მომავალი ბანკნოტების ათი ფინალისტი დიზაინი წარადგინა - ევროპელებს სასურველი დიზაინისთვის ხმის მიცემა საჯარო ონლაინ პლატფორმით უკვე შეუძლიათ.

ცენტრალურ ბანკში 1 200-ზე მეტი წინადადება განიხილეს, თუმცა საბოლოოდ ორი მთავარი თემა გამოიკვეთა, რომლებიც კონტინენტის იდენტობას ასახავს: ევროპული კულტურა და ბუნების სიმდიდრე.

ფინალისტ ბანკნოტებზე კულტურისა და ბუნების თემატიკაში წარმოდგენილნი არიან ლეონარდო და ვინჩი, მარია კალასი, ბეთჰოვენი, მარი კური და ევროპის ბიომრავალფეროვნების სიმბოლო ფრინველები.

ათი ფინალისტი დიზაინი ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა წარადგინა და ევროპელებს მოუწოდა, ევროს ახალი იერსახის შერჩევაში მონაწილეობა მიიღონ.

ხმის მიცემა შესაძლებელია სპეციალურ პლატფორმაზე. თითოეული თემისთვის ხუთი განსხვავებული დიზაინია შექმნილი - თანამედროვე და მინიმალისტური სტილიდან დაწყებული, შერჩეული სუბიექტების უფრო ტრადიციული გამოსახულებებით დასრულებული. ECB-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული გამოკითხვის საშუალებით, მოქალაქეებს შეუძლიათ გამოხატონ საკუთარი პოზიცია და გავლენა მოახდინონ საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

Ten selected design proposals for the next series of euro banknotes have been unveiled.Explore the proposals and tell us which ones you prefer.Have your say https://t.co/VvcczFFxX3 pic.twitter.com/mZGWAdaz62 — European Central Bank (@ecb) July 23, 2026

კულტურის თემატიკის გამარჯვების შემთხვევაში, ახალ ბანკნოტებზე გამოსახული იქნება ევროპის ისტორიაში რამდენიმე ყველაზე გავლენიანი ფიგურა:

5-ევროიან ბანკნოტზე გამოსახული იქნება მარია კალასი - სახელგანთქმული ბერძნულ-ამერიკული წარმოშობის სოპრანო, რომელმაც ოპერის სამყაროში რევოლუცია მოახდინა.

10-ევროიანი ბანკნოტი მიეძღვნება გერმანელ კომპოზიტორ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენს, ხოლო 20-ევროიანზე უკვდავყოფილი იქნება ნობელის პრემიის ლაურეატი და სამეცნიერო კვლევების პიონერი მარია კიური.

50-ევროიან ბანკნოტზე მიგელ დე სერვანტესს - მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რომანის, „დონ კიხოტის“ ავტორს გამოსახავენ.

უფრო მაღალი ნომინალის ბანკნოტებზე ევროპული აზროვნების ორი სიმბოლური ფიგურა განთავსდება: 100-ევროიანზე გამოსახული იქნება ლეონარდო და ვინჩი, ხოლო 200-ევროიანისთვის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ბერტა ფონ ზუტნერი შეირჩა.

ალტერნატიული თემა ბუნებაზე აკეთებს აქცენტს. თითოეულ ბანკნოტზე გამოსახული იქნება ევროპული ფრინველის სხვადასხვა სახეობა მდინარის პეიზაჟის ფონზე, ხოლო უკანა მხარეს წარმოდგენილი იქნება ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტი: ევროპარლამენტი, ევროკომისია, ცენტრალური ბანკი, სასამართლო, და ევროპული და ევროკავშირის საბჭოები.

როდის გამოვა ახალი ბანკნოტები მიმოქცევაში

საზოგადოებრივი კენჭისყრა მხოლოდ ერთ-ერთი ეტაპია იმ პროცესისა, რომელიც ევროს ახალი დიზაინის საბოლოო შერჩევამდე მიგვიყვანს. კონსულტაციების დასრულებისა და გამარჯვებული დიზაინის გამოვლენის შემდეგ, ECB ახალი ბანკნოტების წარმოებისთვის საჭირო ტექნიკურ ნაბიჯებზე გადავა. დაგეგმილია, რომ ახალი კუპიურები მიმოქცევაში 2026 წლის ბოლოდან შევა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას შოპინგის და კვების  რამდენიმე ობიექტში - Student და sCool card-ს სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას შოპინგის და კვების  რამდენიმე ობიექტში - Student და sCool card-ს სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE

საქართველოში, წელს Zolotaya Korona-ს სისტემით $321.6 მლნ გადმოირიცხა|რა წილი მოდის რუსეთზე?

საქართველოში, წელს Zolotaya Korona-ს სისტემით $321.6 მლნ გადმოირიცხა|რა წილი მოდის რუსეთზე?

BM.GE

სუს-ის მოსამსახურეებს პროფესიონალიზმისთვის და კეთილსინდისიერებისთვის სამკერდე ნიშნებითა და 10 000 ლარით დააჯილდოებენ

სუს-ის მოსამსახურეებს პროფესიონალიზმისთვის და კეთილსინდისიერებისთვის სამკერდე ნიშნებითა და 10 000 ლარით დააჯილდოებენ

BM.GE

რა მასშტაბის ზიანი მიაყენა უკრაინამ Wildberries-ს?

რა მასშტაბის ზიანი მიაყენა უკრაინამ Wildberries-ს?

BM.GE