
როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?
გასული სამუშაო კვირა ამერიკული საფონდო ბირჟისთვის დადებითი იყო, რადგან Dow Jones-ის, Nasdaq-ის და S&P500-ის ინდექსები საშუალოდ 1.5%-ით გაიზარდა.
ევროკავშირის მასშტაბით ვითარება ნეიტრალური იყო და STOXX 600-ის ფლაგმანური ინდექსი თითქმის 0.2%-ით შემცირდა.
გამორჩეულად დადებითი შედეგი ჰქონდა იაპონურ Nikkei 225 ინდექსს, რომელიც 7%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 80 დოლარის ფარგლებშია, WTI კი დაახლოებით 77 დოლარად ივაჭრება, რაც ერთ კვირაში 8%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ბარელი Urals-ის ფასი 61 დოლარის ფარგლებშია.
ოქროს ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 1.5%-ით შემცირდა და უნცია მეტალის ფასმა 4151 დოლარი შეადგინა.
BM.GE
წყარო: bm.ge