მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორი კვარტალური შედეგები აქვს Hugo Boss-ს?
როგორი კვარტალური შედეგები აქვს Hugo Boss-ს?

როგორი კვარტალური შედეგები აქვს Hugo Boss-ს?

BM.GE6 მაისი, 2026, 04:53|bm.ge

გერმანული მოდის სახლ Hugo Boss-ის კვარტალურმა საოპერაციო მოგებამ ანალიტიკოსების პროგნოზს გადააჭარბა. კომპანიამ პირველ კვარტალში 35 მილიონი ევროს ($38 მლნ.) მოგება მიიღო. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი პროგნოზირებულ 30 მილიონ ევროს მნიშვნელოვნად აღემატება.

თუმცა, მკვეთრად ჩამორჩება გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ 61 მილიონ ევროს ($66 მლნ.). ბრენდის მთლიანმა შემოსავალმა ბოლო 3 თვეში 905 მილიონი ევრო ($978 მლნ.) შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, კომპანიამ ფინანსური მდგრადობის შენარჩუნება მაინც შეძლო. როგორც ცნობილია, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა დასავლური მოდის სახლები რთულ ვითარებაში ჩააყენა, რადგან გასაღების ძირითადი ბაზრები ტურისტების დიდმა ნაწილმა, ასევე ექსპატებმა დატოვეს. როგორც გამოქვეყნებული დოკუმენტებით ირკვევა, მარტიდან რეგიონში მდებარე მაღაზიებში მომხმარებელთა ნაკადი საგრძნობლად შემცირდა.

აღმასრულებელი დირექტორის, დანიელ გრიდერის თქმით, ბრენდი წლის დასაწყისში დასახული სტრატეგიის შესრულებაზე კვლავ იქნება ფოკუსირებული და ომის მიუხედავად გეგმებს არ შეცვლის. ამ მხრივ, გარდამტეხი როლი ექნება Hugo Boss-ი მიერ პროდუქციის ხაზის ოპტიმიზაციასა და სადისტრიბუციო ქსელის გადახედვას. როგორც ირკვევა, კომპანია მარკეტინგული ინვესტიციების მეშვეობით პოპულარობის გაზრდასა და ხარჯების შეზღუდვას აპირებს.

ცნობისთვის, Hugo Boss-ი არის გერმანული მოდის სახლი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე პრემიუმ კლასის ტანსაცმელსა და აქსესუარებს ყიდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE