მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორი კვარტალური შედეგები აქვს Sony-ს?
როგორი კვარტალური შედეგები აქვს Sony-ს?

როგორი კვარტალური შედეგები აქვს Sony-ს?

BM.GE8 მაისი, 2026, 22:43|bm.ge

იაპონურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Sony-მ მეოთხე კვარტალში 3.036 ტრილიონი იენის ($19.4 მლრდ.) შემოსავალი მიიღო და ანალიტიკოსების პროგნოზს გადააჭარბა. საოპერაციო მოგებამ 164 მილიარდი იენი შეადგინა, თუმცა ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება იმ 278-მილიარდიან მოლოდინს, რაც ბაზარზე არსებობდა.

რაც შეეხება კონკრეტულ კატეგორიებს, PlayStation 5-ის გაყიდვები საანგარიშო პერიოდში 1.5 მილიონ ერთეულამდე შემცირდა. აპარატურის გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 110 მილიარდი იენი შეადგინა, რაც წინა წლის 183-მილიარდიან ნიშნულზე ნაკლებია. არსებული ინფორმაციით, კლება მეხსიერების ჩიპების გაძვირებას და ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების მხრიდან მაღალ მოთხოვნას უკავშირდება. Sony ამ ფაქტორის გამო მომავალ წელს 30 მილიარდი იენის ($191 მლნ.) ზარალს პროგნოზირებს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საოპერაციო მოგების შემცირება Honda-სთან ერთობლივი ელექტრომობილების პროექტის შეჩერებას და Bungie-ს შესყიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებსაც უკავშირდება.

რაც შეეხება დადებით მაჩვენებლებს, კომპანიის ფინანსურ მდგრადობას მუსიკალურმა ბიზნესმა და გამოსახულების სენსორების გაყიდვებმა შეუწყო ხელი. ამასთან, სმარტფონების სენსორებზე მოთხოვნამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა არსებულ პროგნოზებს. Sony-მ ჩიპების მიწოდების უზრუნველსაყოფად მსხვილ კლიენტებთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაც დააანონსა, რაც, ანალიტიკოსების შეფასებით, იაპონურ გიგანტს დამატებით შემოსავალს მოუტანს.

რაც შეეხება რეაქციას საფონდო ბირჟაზე, ბოლო სავაჭრო სესიის დახურვის შემდეგ აქციების ფასი 0.5%-ით შემცირდა.

ცნობისთვის, 2026 წლის დასაწყისიდან Sony-ს აქციების ღირებულება ჯამში 23%-ით შემცირდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

BM.GE

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE