მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორია 11-15 მაისს საქართველოს პარლამენტის მუშაობის დღის წესრიგი?
როგორია 11-15 მაისს საქართველოს პარლამენტის მუშაობის დღის წესრიგი?

როგორია 11-15 მაისს საქართველოს პარლამენტის მუშაობის დღის წესრიგი?

BM.GE11 მაისი, 2026, 17:17|bm.ge

პარლამენტის მიმდინარე სასესიო კვირაში პლენარული სხდომები 13 და 14 მაისს გაიმართება.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ბიუროს წევრებს განსახილველი საკითხები გააცნო.მისი თქმით, პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილების მესამე მოსმენით განხილვა. კანონპროექტით განსაზღვრული ძირითადი ცვლილებების თანახმად, ზუსტდება სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან თავსებად საქმიანობაზე წინასწარი წერილობითი თანხმობის გაცემის პროცედურა. ასევე, ზუსტდება პირის წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად გამოძახების ორგანიზაციული საკითხები.პლენარული სხდომების დღის წესრიგში ასევე შესულია პირველი და მეორე მოსმენით განსახილველი კანონპროექტები.პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტებში ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა დაიწყება, მათ შორისაა - „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი.ცვლილების თანახმად, ზუსტდება გარდამავალი დებულება, რომლის თანახმად, 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს გარდამავალ პერიოდში (2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით) შეუნარჩუნდებათ არა მხოლოდ უკვე მოპოვებული დაფინანსება, არამედ მიეცემათ მისი მოპოვებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობაც.

პარლამენტის ბიურომ მხარი დაუჭირა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას და წამყვან კომიტეტად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი განსაზღვრა.პარლამენტის ბიურომ საორგანიზაციო საკითხებიც განიხილა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE