მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორია ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის 9 თვის შედეგები? - სააგენტო
როგორია ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის 9 თვის შედეგები? - სააგენტო

როგორია ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის 9 თვის შედეგები? - სააგენტო

BM.GE9 ოქტომბერი, 2026, 17:11|bm.ge

2026 წლის ცხრა თვის მონაცემებით, საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის შედეგად გამოვლენილი დარღვევების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით შემცირდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, სერტიფიცირებისთვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშების ლოტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, 45 კომპანიაში 251 საინსპექციო კონტროლი განხორციელდა. საინსპექციო კონტროლის ფარგლებში აღებული 634 ნიმუშიდან დარღვევა 4 კომპანიის 9 ნიმუშში გამოვლინდა.

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების „Bureau Veritas“ და „SGS“ მიერ 70 კომპანიის პროდუქციის ინსპექტირება განხორციელდა. აღებული 323 ნიმუშიდან დარღვევა 9 კომპანიის 16 ნიმუშში გამოვლინდა.

სახელმწიფო ზედამხედველობის ფარგლებში, საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით, 5 კომპანიაში 15 შემოწმება ჩატარდა. აღებული 31 ნიმუშიდან დარღვევა არც ერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა.

განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 10 კომპანიის 19 ნიმუშთან დაკავშირებით 17 ჯარიმა გამოიწერა. ჯარიმების საერთო ოდენობამ 25 000 ლარი შეადგინა.

ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოში წარმოებული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს სისტემატურად ახორციელებს. ხარისხის კონტროლის სისტემის მიზანია ქართული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის უზრუნველყოფა, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის რეპუტაციის შენარჩუნება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნანა ყეინიშვილის შვილი ფლობს "ვიპ ფეის", რომელიც სებ-ის რეგულირების ქვეშაა

ნანა ყეინიშვილის შვილი ფლობს "ვიპ ფეის", რომელიც სებ-ის რეგულირების ქვეშაა

BM.GE

წლის ბოლომდე საკადრო ოპტიმიზაცია კიდევ იქნება - „საქართველოს რკინიგზის" დირექტორი

წლის ბოლომდე საკადრო ოპტიმიზაცია კიდევ იქნება - „საქართველოს რკინიგზის" დირექტორი

BM.GE

ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ არ ხვდება ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის ელჩს

ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ არ ხვდება ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის ელჩს

BM.GE

ბროკერები დუბაიდან, ისრაელიდან და ესპანეთიდან თბილისში:ქართული პროექტებისთვის ახალი საერთაშორისო ბაზრები იხსნება!

ბროკერები დუბაიდან, ისრაელიდან და ესპანეთიდან თბილისში:ქართული პროექტებისთვის ახალი საერთაშორისო ბაზრები იხსნება!

BM.GE