მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორია ბავშვთა კვების პროდუქტების იმპორტი? - სტატისტიკა
როგორია ბავშვთა კვების პროდუქტების იმპორტი? - სტატისტიკა

როგორია ბავშვთა კვების პროდუქტების იმპორტი? - სტატისტიკა

BM.GE8 მაისი, 2026, 13:35|bm.ge

გასულ წელს საქართველომ 86 მლნ ლარის ბავშვთა კვების პროდუქტები იყიდა. ამის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული.

სააგენტომ ბავშვთა კვების პროდუქტების მიწოდების სფეროში განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო. კერძოდ, საქმე ეხება ფ/პ გიორგი თვალაძის მიერ შპს „ფაინ თრი ინთერნეიშენალის“ 70%-იანი წილის შეძენას.

სააგენტოს მიერ შესწავლისას, შესაბამის ბაზრებზე მოქმედი ეკონომიკური აგენტებისგან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ ამ მიმართულებით თითოეულ შესაბამის ბაზარზე 11 კომპანია ოპერირებდა.

2025 წლის მონაცემებით, ბავშვთა კვების პროდუქტების იმპორტის მაჩვენებლები ასეთია:

დედის რძის შემცვლელი ადაპტირებული ნარევის (0-დან 12 თვემდე) მიმართულებით, ბაზრის საერთო მოცულობამ შეადგინა 40 669 793 ლარი, ხოლო ბაზრის კონცენტრაციის HHI ინდექსმა 1383.45 ერთეული.

რძის (1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის) მიმართულებით, ბაზრის საერთო მოცულობამ შეადგინა 17 794 895 ლარი, ხოლო ბაზრის კონცენტრაციის HHI ინდექსმა 1893.41 ერთეული.

რძიანი და ურძეო ფაფების მიმართულებით, ბაზრის საერთო მოცულობამ შეადგინა 13 847 298 ლარი, ხოლო ბაზრის კონცენტრაციის HHI ინდექსმა 1985.65 ერთეული.

საბავშვო კვების მზა პროდუქტების (პიურე, იოგურტი, „პუდინგი“ და სხვა) მიმართულებით, ბაზრის საერთო მოცულობამ შეადგინა 13 551 166 ლარი, ხოლო ბაზრის კონცენტრაციის HHI ინდექსმა 1702.8 ერთეული. თითოეულ შესაბამის ბაზარზე 11 ეკონომიკური აგენტი ოპერირებდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE