მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორია შავი ზღვის წყლის ხარისხი? - გარემოს სააგენტო კვლევის შედეგებს აქვეყნებს
როგორია შავი ზღვის წყლის ხარისხი? - გარემოს სააგენტო კვლევის შედეგებს აქვეყნებს

როგორია შავი ზღვის წყლის ხარისხი? - გარემოს სააგენტო კვლევის შედეგებს აქვეყნებს

BM.GE13 ივლისი, 2026, 14:11|bm.ge

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 12 სხვადასხვა წერტილში, ყოველთვიურად და უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. უწყების მიერ ამ დრომდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია.

სააგენტოს ინფორმაციით, ზღვიდან აღებული სინჯები საანალიზოდ იგზავნება ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში. უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

ლაბორატორიული ანალიზის ფარგლებში სპეციალისტები ზღვის წყლის ჰიდრობიოლოგიურ და ქიმიურ პარამეტრებს განსაზღვრავენ. კერძოდ, მოწმდება:

• 13 მძიმე მეტალი; • ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები; • 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადი; • სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრების კონცენტრაცია.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში ასევე აღნიშნავენ, რომ მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესების მიზნით, უწყება აქტიურად აგრძელებს მუშაობას ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის (MSFD) შესაბამისად.

ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების დეტალური შედეგები პერიოდულად საჯაროვდება და ხელმისაწვდომია გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი

საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი

BM.GE

ნეპალში მყოფი საქართველოს რამდენიმე მოქალაქე უსაფრთხოდ იმყოფება - საგარეო საქმეთა სამინისტრო

ნეპალში მყოფი საქართველოს რამდენიმე მოქალაქე უსაფრთხოდ იმყოფება - საგარეო საქმეთა სამინისტრო

BM.GE

გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში ოფიციალურად შეუდგა საქმიანობას | საელჩო

გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში ოფიციალურად შეუდგა საქმიანობას | საელჩო

BM.GE

როგორი იქნება მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი - ₾15-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

როგორი იქნება მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი - ₾15-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

BM.GE