მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "როგორც აქამდე ვაკეთებდი, დარწმუნებული ვარ, ახლაც გამომივა" - მამუკა მდინარაძე ახალ თანამდებობაზე
"როგორც აქამდე ვაკეთებდი, დარწმუნებული ვარ, ახლაც გამომივა" - მამუკა მდინარაძე ახალ თანამდებობაზე

"როგორც აქამდე ვაკეთებდი, დარწმუნებული ვარ, ახლაც გამომივა" - მამუკა მდინარაძე ახალ თანამდებობაზე

BM.GE30 ივლისი, 2026, 00:34|bm.ge

მთავრობა რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს ქმნის. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა. აღნიშნული მინისტრის პოსტს მამუკა მდინარაძე დაიკავებს.

„ერთის მხრივ, პატივია, მეორეს მხრივ, დიდი გამოწვევაა. მინდა, მადლობა გადავუხადო გუნდს, რომელთანაც ბოლო თვეების განმავლობაში ვიმუშავე. რამდენადაც თავაწეული მივდივარ იმ პოზიციიდან, იმდენად თავაწეული ვიქნები და ვიმუშავებ ახალ პოზიციაზე. დიდი მადლობა, გამოწვევა მიღებულია, ბატონო პრემიერო. რეგიონები ჩვენს გუნდში განსაკუთრებული პრიორიტეტია, ამიტომ ვარქმევ გამოწვევად და არა მხოლოდ ამიტომ, იმიტომაც, რომ ამ მიმართულების გაძლიერება ერთის მხრივ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და გამოწვევაა, ერთი კარგი მიზნის, რომ ჩვენს რეგიონებში თუ რამე მიზანი გვაქვს დასახული, კიდევ უფრო სწრაფად აღვასრულოთ. მართვა იყოს ეფექტიანი და ამ გამოწვევასთან ბრძოლაში შევუერთდები ჩემი მთელი გამოცდილებით, რომ მოვახმარო ჩემ გუნდს და ჩემს ქვეყანას, როგორც აქამდე ვაკეთებდი, დარწმუნებული ვარ ახლაც გამომივა.

კიდევ ერთხელ მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ყველა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს. სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის წარმომადგენლებს. იქ მუშაობენ გმირები, იქ მუშაობენ ადამიანები, რომლებიც დღე და ღამეს ათენებენ იმისათვის, რომ სახელმწიფოს ემსახურონ. ყველა მათგანს უღრმესი მადლობა. ჩემს ახალ თანამშრომლებს ვპირდები, რომ მათთან ერთად დაუღალავად ვიბრძოლებ“,- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის პარალელურად, უქმდება გასულ წელს შექმნილი რეგიონული განვითარების სამინისტრო, მინისტრი კახა გულედანი კი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის პოსტზე გადავა. როგორც ირაკლი კობახიძემ დააანონსა, მინისტრის ახალი აპარატი სექტემბრიდან ამოქმედდება.

აღსანიშნავია, რომ მდინარაძე ბოლო სამი თვის განმავლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად მუშაობდა, რომელიც ასევე ახალშექმნილი უწყებაა. მანამდე კი ის, სუს-ს ხელმძღვანელობდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მდინარაძის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 55 სტატია.

  • ხატია დეკანოიძე ჯორბენაძის საქმეზე კობახიძისა და მდინარაძის გამოკითხვას ითხოვსფორმულა
  • შალვა პაპუაშვილი: რაც შეეხება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას, ეს რა თქმა უნდა მამუკა მდინარაძის პოლიტიკური წონიდან და მისი გამოცდილებიდან გამომდინარე იყო მოაზრებული. გამომდინარე იქიდან, რომ სამწუხაროდ მამუკა მდინარაძემ მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, ეს საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდანიმედი
  • ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და მდინარაძე-კობახიძეზე საუბრობსნეტგაზეთი
  • მამუკა მდინარაძის ფაქტორზე ღარიბაშვილი რიგით მე-5 წერილში ისაუბრებსტვ პირველი
მდინარაძის →

მსგავსი სტატიები

შვედეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება -

შვედეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება -

BM.GE

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 7-13 სექტემბერი

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 7-13 სექტემბერი

BM.GE

AD Black Sea 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია

AD Black Sea 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია

BM.GE

"როდის ბუთქავს, არ ვიცით" - ფინანსისტი განმარტავს, რატომაა სწორი სავალუტო რეზერვების ზრდის პოლიტიკა

"როდის ბუთქავს, არ ვიცით" - ფინანსისტი განმარტავს, რატომაა სწორი სავალუტო რეზერვების ზრდის პოლიტიკა

BM.GE