მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორც ჩანს, ძალიან ცუდად არის ჩვენი სარელეო დაცვისა და ავტომატიკის სისტემების საქმე - გია არაბიძე
როგორც ჩანს, ძალიან ცუდად არის ჩვენი სარელეო დაცვისა და ავტომატიკის სისტემების საქმე - გია არაბიძე

როგორც ჩანს, ძალიან ცუდად არის ჩვენი სარელეო დაცვისა და ავტომატიკის სისტემების საქმე - გია არაბიძე

BM.GE6 აგვისტო, 2026, 22:33|bm.ge

გენერაციის სიმძლავრეები უნდა გაიზარდოს - ჩვენს სისტემას იმ დონის გენერაცია და რეზერვები უნდა ჰქონდეს, რომ არაპარალელურ რეჟიმში მუშაობის დროს, მას პრობლემა არ შეექმნას - ამის შესახებ BMG-სთან ენერგეტიკოსი გია არაბიძე საუბრობს. მისი თქმით, ქვეყანაში მომხდარი ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვები სავარაუდოდ, სისტემურ პრობლემებს უკავშირდება და სარელეო დაცვისა და ავტომატიკის მუშაობის გადახედვის აუცილებლობაზე მიუთითებს.

როგორც არაბიძე განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო დასკვნები ჯერ ცნობილი არ არის, წინასწარი მონაცემებით იკვეთება, რომ სისტემამ ვერ შეძლო დატვირთვის დროული დაბალანსება, რამაც მთლიანი ქსელის კოლაფსი გამოიწვია.

„მე ვფიქრობ, ეს ძალიან კომპლექსური პრობლემაა. როგორც ჩანს, ძალიან ცუდად არის ჩვენი სარელეო დაცვისა და ავტომატიკის სისტემების საქმე. რაღაც, არაადეკვატურად მოქმედებს, თორემ დანადგარის გათიშვა, გენერატორის გამოვარდნა, არაპარალელურ რეჟიმში მუშაობა, ეს ხომ ახალი არ არის ჩვენი სისტემისათვის? ეს ხომ გავლილი გვაქვს, გაგვიკეთებია და ვიცით. მაგრამ მაშინ სხვა დრო. ახლა, ჩემთვისაც არ არის ცნობილი, რა მოხდა, ე.ი. რაღაც თვისობრივი პრობლემაა“ - აცხადებს გია არაბიძე BMG-სთან.

ამასთან, მისივე თქმით, ენერგოსისტემაში ავარია - იქნება ეს „იმერეთი 500“-ის ხაზზე თუ სისტემიდან გენერატორის ამოვარდნა, ახალი მოვლენა არ არის, თუმცა, ამჯერად, ავტომატიკის რეაგირება არაადეკვატური აღმოჩნდა.

„ავტომატიკის დანიშნულებაა, რომ როდესაც სიმძლავრე აკლდება სისტემას, მან მომხმარებლის ნაწილი დროულად გათიშოს, რათა ქსელმა მდგრადობა შეინარჩუნოს. ამ შემთხვევაში კი, მოხდა ისე, რომ ავტომატიკამ დროულად არ იმუშავა და მთელი სისტემა ჩაქრა,“ - აცხადებს ენერგეტიკოსი.

მისივე თქმით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სხვადასხვა ქვეყნის ტექნოლოგიების შეუთავსებლობასაც, როგორც ეს წარსულში, გარდაბნის მეცხრე ბლოკის შემთხვევაში მოხდა, როდესაც Siemens-ის სისტემები რუსულ ტექნიკასთან რეაგირების დროში აცდენილი იყო.

რაც შეეხება ტესტირებას და 5 აგვისტოს დაფიქსირებულ სასისტემო გათიშვას, ენერგეტიკოსი ამბობს, რომ ტესტირება უამრავ წერტილში ტარდება და წინასწარ არავინ იცის, რომ თუ მას სისტემის ჩაქრობა მოჰყვება.

„აბსურდია გაფრთხილება იმის შესახებ, რაც შესაძლოა მოხდეს ან მოხდეს. ის, რომ ტესტირება ჩატარდა, არ არის ქვეყნის დანგრევა. ის, რომ თუ ტესტირება ტარდებოდა და სისტემა უნდა ჩამქრალიყო და მოსახლეობა წინასწარ უნდა გაეფრთხილებინათ - ეგეც ალოგიკურია. ალოგიკურია იმიტომ, რომ ეს ტესტირება უამრავ გენერატორზე, დაცვის უამრავ სისტემაზე ტარდება. ვერავის ეცოდინებოდა, რომ ტესტირების პროცესში ენერგია ჩაქრებოდა“ - განმარტავს არაბიძე.

ენერგეტიკოსი გამოსავალს შიდა გენერაციის გაზრდასა და სარეზერვო სიმძლავრეების შექმნაში ხედავს. მისი თქმით, საქართველომ უნდა შეძლოს ავტონომიურ, არაპარალელურ რეჟიმში მუშაობა ისე, რომ ერთი ხაზის ან აგრეგატის გამორთვამ სისტემა არ დაანგრიოს. განსაკუთრებული აქცენტი გაზტურბინიან სადგურებზე უნდა გაკეთდეს, რომლებსაც წამიერად შეუძლიათ რეზერვის შევსება.

„ჩვენს სისტემას უნდა ჰქონდეს იმ დონის გენერაცია და იმ დონის რეზერვები, რომ არაპარალელურ რეჟიმში მუშაობის დროს მას არ უნდა შეექმნას პრობლემა. შენ უნდა გქონდეს შენი გენერაცია, შენი სარეზერვო სიმძლავრე, იმდენი, რომ რაღაც რომ მოხდეს და რომელიღაც სადგური, რომელიღაცა გენერატორი გამოვარდეს - მისი სწრაფად ჩანაცვლების უნარი გქონდეს.

და მეორე - როგორც ჩანს, რადიკალურად გადასახედია ჩვენი სარელეო დაცვისა და ავტომატიკის სისტემები. იქ რა ხდება, არ ვიცი და ვერ გეტყვით - თუ აქამდე მუშაობდა, ახლა რატომ არ მუშაობს?“ - ამბობს არაბიძე.

მისივე განმარტებით, სარელეო დაცვა და ავტომატიკა სისტემაში არსებულ "შეშფოთებაზე" წამიერი რეაგირებაა.

„პირობითად, 2000 მეგავატი მოხმარება მაქვს წამში და წამიერად, დავუშვათ, 200 მეგავატი გამოვარდა. ასეთ დროს, ავტომატიკის სისტემამ უნდა იმუშაოს ისე, რომ 200 მეგავატის ეს მოთხოვნა სწრაფადვე გამორთოს - გამორთოს პირობითად, ზესტაფონი, ქვედა საქარა და კიდევ რაღაცა სადგურები რომ სისტემამ მდგრადობა შეინარჩუნოს. ახლა, ფაქტობრივად მოხდა ის, რომ რაღაც სიმძლავრე მოაკლდა, ავტომატიკამ არ გათიშა და მერე, მთელი სისტემა გაითიშა. რეგულირების სისტემა იმგვარი უნდა იყოს, რომ გამომუშავება მოხმარებით დააბალანსოს. თუ მოხმარება მეტია, მაშნვე გადაჭრას და სისტემა ზედმეტი მოხმარებისგან გაათავისუფლოს, სანამ იმ სადგურის მუშაობა არ აღდგება. ამიტომაა სარეზერვო სიმძლავრეები აუცილებელი. განსაკუთრებით, გაზტურბინიანი წნევის, რომელიც წამიერად აღადგენს აი, ამ დატვირთვას" - განმარტავს არაბიძე.

რაც შეეხება, ავარიების გამომწვევ ერთ-ერთ ვერსიას - საბოტაჟს, გია არაბიძე აცხადებს, რომ მას „შეთქმულების თეორიების“ არ სჯერა და პრობლემას წმინდა საინჟინრო-ტექნიკური კუთხით უყურებს, თუმცა დასძენს, რომ თეორიულად, გამორიცხული არაფერია.

საქართველოში ბოლო ორ კვირაში მასშტაბური ელექტროენერგიის ავარიული გათიშვები უკვე მესამედ დაფიქსირდა. 24 და 25 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება თბილისსა და რეგიონების ნაწილში რამდენიმე საათით შეწყდა, რის გამოც, გაჩერდა თბილისის მეტრო და საქართველოს რკინიგზა, ხოლო GWP-ის სატუმბო სადგურის გათიშვამ მოსახლეობის ნაწილისთვის წყლის მიწოდების დროებითი შეწყვეტა გამოიწვია. სასისტემო გათიშვა დაფიქსირდა 6 აგვისტოსაც. სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა განაცხადა, რომ 5 აგვისტოს გათიშვა ტესტირების პროცესს უკავშირდებოდა, რომლის მიზანიც სწორედ 24-25 ივლისს მომხდარი ავარიული გათიშვების მიზეზების დადგენა იყო. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ავარიის დროს თითქმის ყველა ძირითადი გადამცემი ხაზის მაჩვენებელი „განულებული“ იყო.

24-25 ივლისის ე.წ. ბლექაუთების მიზეზების დადგენაზე ამ დრომდე მუშაობენ როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი), ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. პარალელურად, გავრცელებული ინფორმაციით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი შვებულებაში გავიდა, მის მოვალეობას კი დავით ვარდიაშვილი ასრულებს, რომელიც უწყებაში ივლისის გათიშვების შემდეგ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან“ გადავიდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაცვის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე: ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი - მინდა მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს და თითოეულ დიპლომატსიმედი
  • GCCA-ი მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიმდინარე წლის 7 თვის სტატისტიკას აქვეყნებსრუსთავი 2
  • ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით "ოცნება" ახალ კანონზე მსჯელობს - რა შეფასებები მოჰყვა ახალ ინიციატივასტვ პირველი
  • ანდრია ჯაღმაიძე: მნიშვნელოვანია, სიწმინდეების დაცვა გამიჯნული იყოს ყოველგვარი ძალადობისაგანფორმულა
დაცვის →

მსგავსი სტატიები

აზერბაიჯანული სატვირთოების შეფერხებაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო საელჩოს მიმართვას ადასტურებს

აზერბაიჯანული სატვირთოების შეფერხებაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო საელჩოს მიმართვას ადასტურებს

BM.GE

ანაკლიის პორტის ოპერირების მოდელით პორტი იქნება ქართული მფლობელობის და უზრუნველვყოფთ საერთაშორისო პარტნიორის ჩართულობას - ქვრივიშვილი

ანაკლიის პორტის ოპერირების მოდელით პორტი იქნება ქართული მფლობელობის და უზრუნველვყოფთ საერთაშორისო პარტნიორის ჩართულობას - ქვრივიშვილი

BM.GE

საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის

საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის

BM.GE

2026 წლის ხუთ თვეში "მაგთის", "სელფის" და "სილქნეტის" შემოსავალი ₾393 მილიონამდე გაიზარდა

2026 წლის ხუთ თვეში "მაგთის", "სელფის" და "სილქნეტის" შემოსავალი ₾393 მილიონამდე გაიზარდა

BM.GE