
რომელ ქვეყნებშია FDI ყველაზე მაღალი მათ მშპ-სთან მიმართებით და სად არის საქართველო
მსოფლიოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობა ყოველწლიურად 1.5 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების, თუ ცენტრალური ბანკების მიერ დათვლილი FDI-ს მონაცემები გაეროს ვაჭრობისა და განვითარების ორგანიზაციამ (UNCTAD) დათვალა.
ამ დროისთვის ყველა ქვეყნისთვის დათვლილი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 2024 წლის მდგომარეობითაა ხელმისაწვდომი და უფრო ახალი - 2025 წლის მონაცემები ყველა ქვეყნისთვის ცნობილი მიმდინარე წლის ბოლოს გახდება.
UNCTAD-ის თანახმად, ყველაზე მეტ FDI-ს ყოველწლიურად ამერიკის შეერთებული შტატები იღებს, სადაც 2024-ში 278.8 მილიარდი დოლარის FDI შევიდა, რაც წლიურად 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საქართველოში კი 2024 წელს FDI 1.57 მილიარდ დოლარს აღწევდა, რაც 18.6%-ით იყო შემცირებული. საქართველოზე ამავე წელს გლობალური FDI-ს 0.1% მოდიოდა.
რაც შეეხება მშპ-სთან მიმართებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილს, 2024-ში საქართველოს მშპ-ის 4.64%-ის მოცულობის FDI შემოვიდა. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 46-ე ადგილს იკავებდა.
მშპ-სთან მიმართებით ყველაზე დიდი FDI აღირიცხა ლუქსემბურგში 106 მილიარდი დოლარის ოდენობით, რაც ამ ქვეყნის მშპ-ის 113%-ს შეადგენდა. ლუქსემბურგში FDI ძირითადად დაკავშირებულია იმასთან, რომ ქვეყანა მიმზიდველი ბიზნეს გარემოთი და საგადასახადო კანონმდებლობით წარმოადგენს კაპიტალის მოძრაობის ერთ-ერთ გლობალურ ცენტრს. მ
შპ-სთან FDI-ს ფარდობით მეორე ადგილზეა გაიანა, რომელშიც 2024 წელს 8.6 მილიარდი დოლარის FDI ჩაიდო (მშპ-ის 35%), რაც დაკავშირებული იყო ამ ქვეყანაში რამდენიმე წლის წინ ნავთობის უმსხვილესი მარაგების აღმოჩენასთან, მესამე პოზიციას კი ჰონკონგი იკავებს 126 მილიარდი დოლარით, რაც მისი მშპ-ის 31%-ს აღწევს.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მშპ-სთან მიმართებით - ქვეყნები დალაგებულია მშპ-სთან FDI-ის წილის მიხედვით 2024 წლისთვის: