მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რომელ ქვეყნებშია FDI ყველაზე მაღალი მშპ-სთან მიმართებით და სად არის საქართველო
რომელ ქვეყნებშია FDI ყველაზე მაღალი მშპ-სთან მიმართებით და სად არის საქართველო

რომელ ქვეყნებშია FDI ყველაზე მაღალი მშპ-სთან მიმართებით და სად არის საქართველო

BM.GE9 ივლისი, 2026, 15:10|bm.ge

მსოფლიოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობა ყოველწლიურად 1.5 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების, თუ ცენტრალური ბანკების მიერ დათვლილი FDI-ს მონაცემები გაეროს ვაჭრობისა და განვითარების ორგანიზაციამ (UNCTAD) დათვალა.

ამ დროისთვის ყველა ქვეყნისთვის დათვლილი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 2024 წლის მდგომარეობითაა ხელმისაწვდომი და უფრო ახალი - 2025 წლის მონაცემები ყველა ქვეყნისთვის ცნობილი მიმდინარე წლის ბოლოს გახდება.

UNCTAD-ის თანახმად, ყველაზე მეტ FDI-ს ყოველწლიურად ამერიკის შეერთებული შტატები იღებს, სადაც 2024-ში 278.8 მილიარდი დოლარის FDI შევიდა, რაც წლიურად 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საქართველოში კი 2024 წელს FDI 1.57 მილიარდ დოლარს აღწევდა, რაც 18.6%-ით იყო შემცირებული. საქართველოზე ამავე წელს გლობალური FDI-ს 0.1% მოდიოდა.

რაც შეეხება მშპ-სთან მიმართებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილს, 2024-ში საქართველოს მშპ-ის 4.64%-ის მოცულობის FDI შემოვიდა. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 46-ე ადგილს იკავებდა.

მშპ-სთან მიმართებით ყველაზე დიდი FDI აღირიცხა ლუქსემბურგში 106 მილიარდი დოლარის ოდენობით, რაც ამ ქვეყნის მშპ-ის 113%-ს შეადგენდა. ლუქსემბურგში FDI ძირითადად დაკავშირებულია იმასთან, რომ ქვეყანა მიმზიდველი ბიზნეს გარემოთი და საგადასახადო კანონმდებლობით წარმოადგენს კაპიტალის მოძრაობის ერთ-ერთ გლობალურ ცენტრს. მ

შპ-სთან FDI-ს ფარდობით მეორე ადგილზეა გაიანა, რომელშიც 2024 წელს 8.6 მილიარდი დოლარის FDI ჩაიდო (მშპ-ის 35%), რაც დაკავშირებული იყო ამ ქვეყანაში რამდენიმე წლის წინ ნავთობის უმსხვილესი მარაგების აღმოჩენასთან, მესამე პოზიციას კი ჰონკონგი იკავებს 126 მილიარდი დოლარით, რაც მისი მშპ-ის 31%-ს აღწევს.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მშპ-სთან მიმართებით - ქვეყნები დალაგებულია მშპ-სთან FDI-ის წილის მიხედვით 2024 წლისთვის:

# ქვეყანა FDI (მილიარდი აშშ დოლარი) მშპ-სთან მიმართებით FDI-ს წილი 1 ლუქსემბურგი $106.00 113.73% 2 გაიანა $8.63 34.94% 3 ჰონკონგი (SAR) $126.20 31.00% 4 სინგაპური $143.40 26.20% 5 პალაუ $0.07 23.33% 6 მალტა $5.37 22.10% 7 კვიპროსი $7.39 20.41% 8 გრენადა $0.27 19.29% 9 მოზამბიკი $3.55 16.21% 10 ლიბერია $0.75 15.63% 11 ნამიბია $2.06 15.37% 12 მავრიტანია $1.53 14.30% 13 სეიშელის კუნძულები $0.30 13.64% 14 ანტიგუა და ბარბუდა $0.29 13.18% 15 ტიმორ-ლესტე $0.25 12.50% 16 ეგვიპტე $46.60 12.16% 17 მონღოლეთი $2.78 11.78% 18 მალდივები $0.81 11.57% 19 ბაჰამის კუნძულები $1.45 9.80% 20 კამბოჯა $4.40 9.30% 21 გამბია $0.23 8.85% 22 წმინდა ლუსია $0.22 8.80% 23 არაბთა გაერთიანებული საამიროები $45.60 8.49% 24 კოსოვო $0.93 8.30% 25 ჩრდილოეთ მაკედონია $1.36 8.14% 26 ომანი $8.69 8.13% 27 მონტენეგრო $0.60 7.50% 28 გვინეა $1.83 7.09% 29 მაკაო (ჩინეთი SAR) $3.53 7.03% 30 ნიკარაგუა $1.35 6.85% 31 ლიბანი $1.84 6.50% 32 სომალი $0.77 6.36% 33 სერბეთი $5.64 6.33% 34 ალბანეთი $1.72 6.30% 35 ლაოსი $0.99 6.23% 36 სენეგალი $2.02 6.14% 37 უგანდა $3.31 5.86% 38 სენტ ვინსენტი და გრენადინები $0.07 5.83% 39 რუანდა $0.82 5.73% 40 გაბონი $1.15 5.53% 41 ჩადი $1.02 5.34% 42 ბაჰრეინი $2.48 5.29% 43 ბელიზი $0.17 5.00% 44 ხორვატია $4.38 4.74% 45 ზამბია $1.24 4.71% 46 საქართველო $1.57 4.64% 47 პორტუგალია $14.10 4.57% 48 მავრიკი $0.68 4.53% 49 კოსტა რიკა $4.32 4.53% 50 ვიეტნამი $20.20 4.40% 51 კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა $3.11 4.38% 52 კოტ დ'ივუარი $3.80 4.36% 53 დომინიკა $0.03 4.29% 54 ბარბადოსი $0.30 4.17% 55 ყირგიზეთი $0.71 4.06% 56 კონგო $0.60 4.03% 57 ლიტვა $3.27 3.86% 58 ბოსნია და ჰერცეგოვინა $1.11 3.85% 59 დომინიკის რესპუბლიკა $4.52 3.63% 60 სიერა ლეონე $0.27 3.51% 61 ჩილე $11.40 3.45% 62 კოლუმბია $14.20 3.39% 63 ფიჯი $0.20 3.39% 64 პანამა $2.83 3.23% 65 ბუტანი $0.10 3.23% 66 მალი $0.71 3.13% 67 ისრაელი $16.80 3.11% 68 იორდანია $1.64 3.07% 69 შვედეთი $18.30 3.00% 70 ავსტრალია $53.50 2.98% 71 ჩეხეთი $10.20 2.96% 72 კანადა $64.10 2.86% 73 საბერძნეთი $7.30 2.84% 74 ლატვია $1.21 2.78% 75 ეთიოპია $3.98 2.78% 76 ბულგარეთი $3.09 2.75% 77 სენტ კიტსი და ნევისი $0.03 2.73% 78 ბრაზილია $59.20 2.73% 79 მალაიზია $11.30 2.69% 80 ჰონდურასი $0.99 2.68% 81 ნიგერი $0.53 2.66% 82 უნგრეთი $5.74 2.57% 83 ბენინი $0.54 2.55% 84 არუბა $0.10 2.50% 85 ვანუატუ $0.03 2.50% 86 სან-ტომე და პრინსიპი $0.02 2.50% 87 უზბეკეთი $2.84 2.47% 88 ბოტსვანა $0.47 2.42% 89 ბელორუსია $1.71 2.40% 90 მადაგასკარი $0.41 2.36% 91 ნორვეგია $10.80 2.23% 92 კაბო ვერდე $0.06 2.22% 93 ავსტრია $11.50 2.21% 94 ტაჯიკეთი $0.29 2.15% 95 ტანზანია $1.72 2.14% 96 პერუს $5.89 2.04% 97 განა $1.67 2.02% 98 ტაილანდი $10.60 2.01% 99 თურქმენეთი $1.65 2.00% 100 მექსიკა $36.90 1.99% 101 ფილიპინები $8.94 1.94% 102 მოლდოვის რესპუბლიკა $0.34 1.88% 103 მალავი $0.22 1.86% 104 ესტონეთი $0.78 1.82% 105 ელ სალვადორი $0.64 1.81% 106 არგენტინა $11.40 1.80% 107 მიანმარი $1.10 1.80% 108 სლოვენია $1.30 1.79% 109 ესპანეთი $30.50 1.77% 110 ტუნისი $0.94 1.77% 111 კამერუნი $0.93 1.76% 112 უკრაინა $3.33 1.75% 113 ინდონეზია $24.20 1.73% 114 ესვატინი $0.09 1.73% 115 ზიმბაბვე $0.60 1.70% 116 სოლომონის კუნძულები $0.03 1.67% 117 ჯიბუტი $0.07 1.63% 118 რუმინეთი $6.20 1.61% 119 დანია $6.90 1.61% 120 ეკვატორული გვინეა $0.19 1.52% 121 გვატემალა $1.69 1.50% 122 სამხრეთ სუდანი $0.08 1.48% 123 საუდის არაბეთი $15.70 1.45% 124 ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა $0.04 1.43% 125 პოლონეთი $12.70 1.40% 126 ჩინეთი, ტაივანის პროვინცია $10.90 1.39% 127 გვინეა-ბისაუ $0.03 1.36% 128 ვენესუელა $1.63 1.36% 129 სლოვაკეთი $1.84 1.31% 130 კენია $1.50 1.24% 131 საფრანგეთი $33.70 1.07% 132 მაროკო $1.64 1.06% 133 იტალია $24.70 1.04% 134 შეერთებული შტატები $278.80 0.96% 135 პაპუა-ახალი გვინეა $0.30 0.95% 136 პარაგვაი $0.40 0.91% 137 ტოგო $0.08 0.82% 138 კორეის რესპუბლიკა $15.20 0.81% 139 თურქეთი $10.60 0.80% 140 იამაიკა $0.16 0.80% 141 შრი-ლანკა $0.76 0.77% 142 ნიდერლანდები (სამეფო) $9.28 0.76% 143 ინდოეთი $27.60 0.71% 144 პაკისტანი $2.57 0.69% 145 კომორის კუნძულები $0.01 0.67% 146 ახალი ზელანდია $1.65 0.64% 147 ბურუნდი $0.03 0.64% 148 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა $116.20 0.62% 149 ფინეთი $1.85 0.62% 150 სამხრეთ აფრიკა $2.47 0.62% 151 ნიგერია $1.08 0.58% 152 ისლანდია $0.19 0.57% 153 სომხეთი $0.14 0.55% 154 ალჟირი $1.44 0.54% 155 ბოლივია $0.25 0.52% 156 ქუვეითი $0.61 0.38% 157 ირანი $1.45 0.36% 158 ბურკინა ფასო $0.08 0.33% 159 იაპონია $13.40 0.33% 160 აზერბაიჯანი $0.23 0.31% 161 ბანგლადეში $1.27 0.28% 162 ყატარი $0.46 0.21% 163 ბრუნეი დარუსალამი $0.03 0.19% 164 ეკვადორი $0.23 0.19% 165 რუსეთის ფედერაცია $3.35 0.16% 166 ჰაიტი $0.04 0.15% 167 ნეპალი $0.06 0.14% 168 გერმანია $5.72 0.12% 169 კირიბატი $0.00 0.00% 170 მარშალის კუნძულები $0.00 0.00% 171 ნაურუ $0.00 0.00% 172 სამოა $0.00 0.00% 173 ტუვალუ $0.00 0.00% 174 ანგოლა -$0.14 -0.12% 175 სურინამი -$0.03 -0.67% 176 ყაზახეთი -$2.55 -0.90% 177 გაერთიანებული სამეფო -$40.00 -1.10% 178 ლესოტო -$0.04 -1.74% 179 ტონგა -$0.01 -2.00% 180 ურუგვაი -$1.74 -2.15% 181 ერაყი -$7.46 -2.69% 182 ტრინიდადი და ტობაგო -$0.80 -3.14% 183 ბელგია -$26.72 -4.02% 184 შვეიცარია -$60.71 -6.48% 185 ირლანდია -$38.89 -6.74%

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შეიძლება იყოს ნეგატიური მოცულობისაც, მაგალითად თუკი ქვეყნიდან სხვა ქვეყნებში ხორციელდება FDI ან ხდება კორპორაციული ვალის გასტუმრება ან მესაკუთრის შეცვლა და აქტივის მფლობელის ეროვნების ცვლილება, FDI შეიძლება მინუს რიცხვით აღირიცხოს. ამასთან, ნეგატიური ინვესტიციები შეიძლება ქვეყნიდან კაპიტალის გადინებასაც ასახავდეს, თუმცა არა ყოველთვის, განსაკუთრებით მაშინ თუ საქმე გვაქვს ფინანსურ ოპერაციებთან, რაც ამ ქვეყნის კონკრეტული საფინანსო ინსტიტუტის ან კონკრეტული საინვესტიციო პროექტის იურიდიული მოწყობის საკითხს უკავშირდება. ასე მაგალითად, შვეიცარიისთვის FDI 2024 წელს მინუს 60.7 მილიარდი დოლარი იყო, რაც ძირითადად დაკავშირებულია სწორედ შვეიცარიული საფინანსო ინსტიტუტების მიერ განხორციელებულ ოპერაციებთან. ასევე დიდი ბრიტანეთისთვის FDI იყო მინუს 40 მილიარდი დოლარი, ხოლო ირლანდიისთვის კი მინუს 39 მილიარდი დოლარი, მაშინ როდესაც ირლანდიაში ოპერირებს არაერთი უმსხვილესი ამერიკული კორპორაცია და ამ ქვეყანას ისინი ხშირ შემთხვევაში აშშ-სთან შედარებით დაბალი საგადასახადო რეჟიმის მიღებისთვის იყენებენ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გზების დეპარტამენტის ყოფილმა მოადგილემ დეკლარაცია ციხეში შეავსო - რა ქონებას ფლობს ლევან კუპატაშვილი?

გზების დეპარტამენტის ყოფილმა მოადგილემ დეკლარაცია ციხეში შეავსო - რა ქონებას ფლობს ლევან კუპატაშვილი?

BM.GE

ყვარლის სახალხო თეატრი რეაბილიტაციის პროექტირებაზე ₾850 000-იანი კონკურსი გამოცხადდა

ყვარლის სახალხო თეატრი რეაბილიტაციის პროექტირებაზე ₾850 000-იანი კონკურსი გამოცხადდა

BM.GE

ჩინეთში მსოფლიოში უდიდესი რკინიგზის სადგური გაიხსნა - პროექტის ღირებულება $8 მილიარდია

ჩინეთში მსოფლიოში უდიდესი რკინიგზის სადგური გაიხსნა - პროექტის ღირებულება $8 მილიარდია

BM.GE

"ტრამპს ჯერ არ დაურეკავს, თუმცა დიალოგისთვის ყოველთვის მზად ვართ" - პესკოვი

"ტრამპს ჯერ არ დაურეკავს, თუმცა დიალოგისთვის ყოველთვის მზად ვართ" - პესკოვი

BM.GE