მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რომელი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება რაჭაში?
რომელი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება რაჭაში?

რომელი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება რაჭაში?

BM.GE4 აგვისტო, 2026, 17:57|bm.ge

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო რაჭის რეგიონში საგზაო, მუნიციპალური, კულტურული და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები და დაგეგმილი პროექტები მიზნად ისახავს რეგიონში უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფას, თანამედროვე საზოგადოებრივი სივრცეების შექმნას, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და განათლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

"პრემიერ-მინისტრთან ერთად, რაჭაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დავათვალიერეთ. ონის შესასვლელში, ცოტა ხნის წინ განვითარებული მეწყრული პროცესების შემდეგ მოვაწყვეთ ალტერნატიული გზა, რომლითაც დღეს უკვე სარგებლობს ადგილობრივი მოსახლეობა. ინტენსიურად მიმდინარეობს დამეწყრილი ტერიტორიის გაწმენდა და სრულყოფილი რეაბილიტაცია, რის შედეგადაც ძირითადი გზა უახლოეს პერიოდში გაიხსნება. ასევე მოვინახულეთ მრავალძალის ახალი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები”, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ონის მუნიციპალიტეტში აქტიურ ფაზაშია ადგილობრივი მნიშვნელობის შქმერი–მრავალძალის 9.2-კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ პროექტის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მაღალმთიანი სოფლების ხელმისაწვდომობა, გადაადგილების უსაფრთხოება და კომფორტი, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებასა და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას.

ინტენსიურად მიმდინარეობს მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოებიც ქალაქ ონის შესასვლელთან, ქუთაისი (ჭონა)–ალპანა–მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ107–კმ112 მონაკვეთზე. პროექტის ფარგლებში ხორციელდება მეწყრული უბნის აღდგენა და დამცავი კედლის მოწყობა. სამუშაოების პერიოდში ავტოტრანსპორტი სპეციალურად მოწყობილი შემოვლითი გზით უკვე გადაადგილდება, რაც მოსახლეობისა და ტრანზიტული მოძრაობის შეუფერხებელ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

„ვესტუმრეთ ამბროლაურის კულტურის სახლსაც, სადაც პრემიერ-მინისტრს ახალი კულტურის სახლის პროექტი წარვუდგინეთ. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე საგამოფენო და მრავალფუნქციური კულტურული სივრცეების მოწყობას, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს რეგიონის კულტურულ ინფრასტრუქტურას”, - აღნიშნა მინისტრმა.

რაჭაში აქტიურად მიმდინარეობს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტირებაც. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით გრძელდება ამბროლაურის კულტურის სახლის პროექტირება. პროექტის დასრულების შემდეგ გამოცხადდება სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერი. განახლებული კულტურის სახლი შეინარჩუნებს ისტორიულ იერსახეს და თანამედროვე მრავალფუნქციურ კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბდება, სადაც განთავსდება თეატრალური, ფოლკლორული, ქორეოგრაფიული, სამუზეუმო და საგანმანათლებლო სივრცეები.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამბროლაურში ასევე მიმდინარეობს ახალი სარეკრეაციო სივრცის პროექტირება, რომლის დასრულებაც შემოდგომაზე იგეგმება. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე პარკის მოწყობას საბავშვო, სპორტული და დასასვენებელი ზონებით, ველო და საფეხმავლო ბილიკებით, ღია სცენებითა და პავილიონებით. ტერიტორია სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის. პარალელურად, ახალი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტი ნაპირდაცვითი და ნაპირსამაგრი ღონისძიებების პროექტირებას ახორციელებს, რაც ტერიტორიის უსაფრთხოებისა და პარკის მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

წლის I ნახევარში თბილისში $2 მილიარდის 22 799 ბინა გაიყიდა - Galt & Taggart

წლის I ნახევარში თბილისში $2 მილიარდის 22 799 ბინა გაიყიდა - Galt & Taggart

BM.GE

სეუტაში მიგრანტების მასობრივი გადასვლის შემდეგ ევროკავშირი გარე საზღვრების გაძლიერებას ითხოვს

სეუტაში მიგრანტების მასობრივი გადასვლის შემდეგ ევროკავშირი გარე საზღვრების გაძლიერებას ითხოვს

BM.GE

ეს "წინასწარი შედეგები" ჩირქს სცხებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას - სსე-ს წარმომადგენელი

ეს "წინასწარი შედეგები" ჩირქს სცხებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას - სსე-ს წარმომადგენელი

BM.GE

მწერების წამლით მოწამლული პირუტყვი უნებართვოდ დაკლეს - სეს-მა 2 ტონამდე საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა

მწერების წამლით მოწამლული პირუტყვი უნებართვოდ დაკლეს - სეს-მა 2 ტონამდე საშიში ხორცის რეალიზაცია აღკვეთა

BM.GE