მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რომელი ქვეყნები აწარმოებენ მსოფლიოს ელექტრონიკას?
რომელი ქვეყნები აწარმოებენ მსოფლიოს ელექტრონიკას?

რომელი ქვეყნები აწარმოებენ მსოფლიოს ელექტრონიკას?

BM.GE23 სექტემბერი, 2026, 03:45|bm.ge

გლობალურ ელექტრონიკის წარმოებაში ჩინეთი დომინირებს - მასზე მსოფლიოს ციფრული ტექნიკის წარმოების სიმძლავრეების 58.8% მოდის.

ფართო გაგებით, აღმოსავლეთი აზია გლობალური ტექნოლოგიური მიწოდების ჯაჭვის ცენტრშია და აწარმოებს ყველაფერს - ნახევარგამტარული ჩიპებითა და ეკრანებით დაწყებული, მიკროსქემების დაფებით, სმარტფონებითა და კომპიუტერებით დასრულებული.

Visual Capitalist-ის რეიტინგი ციფრული ტექნიკის გლობალურ წარმოებაში ქვეყნების წილს აანალიზებს. მონაცემები ორგანიზაცია Ember-ის კვლევას ეფუძნება და 2024-2025 წლებს მოიცავს.

მხოლოდ ჩინეთზე მსოფლიო ციფრული ტექნიკის სიმძლავრის თითქმის სამი მეხუთედი მოდის. მისი საწარმოო ეკოსისტემა სმარტფონებს, კომპიუტერებს, ეკრანებს, ნაბეჭდ მიკროსქემებსა და სხვა ელექტრონულ კომპონენტებს მოიცავს.

ქვეყანა წილი ციფრული ტექნიკის გლობალურ სიმძლავრეში 1 ჩინეთი 58.8% 2 ტაივანი 10.2% 3 სამხრეთ კორეა 6.7% 4 იაპონია 4.8% 5 ინდოეთი 3.8% 6 ვიეტნამი 3.6% 7 აშშ 2.9% 8 ტაილანდი 1.3% 9 მექსიკა 1.2% 10 გერმანია 0.7% 10 სინგაპური 0.7% 12 მალაიზია 0.6% 13 ბრაზილია 0.4% 14 ისრაელი 0.3% 14 ინდონეზია 0.3% 15 ირლანდია 0.2%

ჩინეთის 58.8%-იანი წილი თითქმის ექვსჯერ აღემატება მეორე ადგილზე მყოფი ტაივანის მაჩვენებელს (10.2%). ჩინეთის სიმძლავრე ასევე აღემატება რეიტინგში წარმოდგენილი ყველა დანარჩენი ქვეყნის საერთო ჯამურ წილსაც.

პეკინი ელექტრონიკაში საკუთარი ლიდერობის განმტკიცებას ახალი ხუთწლიანი გეგმითაც ცდილობს, რომელიც ნახევარგამტარებზე, ხელოვნურ ინტელექტსა და სხვა სტრატეგიულ ტექნოლოგიებზეა ფოკუსირებული. გეგმის პრიორიტეტია ინტეგრირებული მიკროსქემების მიწოდების ჯაჭვის განვითარება (მათ შორის ჩიპების წარმოება), რადგან ჩინეთი დასავლურ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად.

გარდა ამისა, 2030 წლისთვის ქვეყანა ამ მომიჯნავე ინდუსტრიებიდან 30 ტრილიონ იუანზე (დაახლოებით 4.5 ტრილიონი დოლარი) მეტი საოპერაციო შემოსავლის მიღებას გეგმავს.

ტაივანი, სამხრეთ კორეა და იაპონია გლობალური სიმძლავრეების დამატებით 21.7%-ს უზრუნველყოფენ, რის შედეგადაც ოთხი წამყვანი ქვეყნის საერთო წილი 80.5%-ს აღწევს.

თითოეულ მათგანს ტექნოლოგიური მიწოდების ჯაჭვში საკვანძო ადგილი უკავია: ტაივანი ნახევარგამტარების წარმოებისა და ელექტრონიკის აწყობის უმსხვილესი ჰაბია, სამხრეთ კორეა გამოირჩევა ჩიპებისა და ეკრანების მასშტაბური წარმოებით, ხოლო იაპონიას ტრადიციულად ძლიერი და მრავალწლიანი ელექტრონული ინდუსტრია აქვს.

ერთობლივად, ეს ეკონომიკები ქმნიან მჭიდრო რეგიონულ მიწოდების ჯაჭვს, რომელიც მოიცავს ნახევარგამტარების დამზადებას, კომპონენტებს, ეკრანებსა და მზა ელექტრონიკას. ამ რეგიონში დაფუძნებულ უმსხვილეს გიგანტებს შორისაა TSMC, Foxconn, Samsung, BOE და Sony.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ელექტრონიკის წარმოების უდიდესი ნაწილი აზიაშია კონცენტრირებული, შეერთებული შტატები ნახევარგამტარების დიზაინსა და ინოვაციებში წამყვან ძალად რჩება. ნახევარგამტარების ინდუსტრიის ასოციაციის (SIA) მონაცემებით, 2025 წელს გლობალური ნახევარგამტარების გაყიდვების 53.4% სწორედ ამერიკაში დაფუძნებულ კომპანიებზე მოდიოდა.

ამავდროულად, კომპანიები აშშ-ის ტერიტორიაზე ფიზიკური წარმოების გაფართოებისთვის დიდ ინვესტიციებს დებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Google-მა პრემიუმ კლასის პირველი Googlebook-ები წარადგინა

Google-მა პრემიუმ კლასის პირველი Googlebook-ები წარადგინა

BM.GE

მომავალ წელს AI-ში ინვესტიციები $1 ტრილიონს მიაღწევს – JPMorgan-ის დირექტორი

მომავალ წელს AI-ში ინვესტიციები $1 ტრილიონს მიაღწევს – JPMorgan-ის დირექტორი

BM.GE

დონალდ ტრამპის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე, 32%-მდე დაეცა

დონალდ ტრამპის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე, 32%-მდე დაეცა

BM.GE

პარიზის აუქციონზე ბრიჯიტ ბარდოს პირადი ნივთები 1 მილიონ ევროდ გაიყიდა

პარიზის აუქციონზე ბრიჯიტ ბარდოს პირადი ნივთები 1 მილიონ ევროდ გაიყიდა

BM.GE