მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რომელი ქვეყნებიდან იღებს ქართული ტურიზმი ყველაზე მეტ შემოსავალს?
რომელი ქვეყნებიდან იღებს ქართული ტურიზმი ყველაზე მეტ შემოსავალს?

რომელი ქვეყნებიდან იღებს ქართული ტურიზმი ყველაზე მეტ შემოსავალს?

BM.GE21 ივლისი, 2026, 17:04|bm.ge

2026 წლის 6 თვეში საქართველოს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2%-ით 1 მილიარდ 931 მილიონ დოლარამდე შეუმცირდა. მიზეზი მეორე კვარტალში დაფიქსირებული კლებაა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, უშუალოდ მეორე კვარტალში ქვეყანამ 1 მილიარდ 101 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.8%-ით ნაკლებია. ამის მიზეზი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი იყო, რის გამოც ირანიდან ვიზიტორები თითქმის განახევრდა, ისრაელიდან კი 14%-ით შემცირდა.

მიმდინარე წლის 6 თვეშიც საქართველომ ყველაზე მეტი შემოსავალი რუსეთიდან მიიღო - ჯამში 307 მლნ დოლარი, შემდეგ მოდის თურქეთი 255 მლნ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ისრაელი 223 მლნ დოლარით.

TOP-5 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი შემოსავალი მივიღეთ:

• რუსეთი: $307.1 მლნ - კლება 0.23%; • თურქეთი: $255 მლნ - კლება 1.35%; • ისრაელი: $222.7 მლნ - კლება 8%; • აზერბაიჯანი: $107.6 მლნ - მატება 5%; • უკრაინა: $99 მლნ - მატება 42%;

რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, წელს ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველომ 335.6 მლნ მიიღო, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდზე 58.6 მლნ დოლარით, ანუ 21%-ით მეტია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

OpenAI-მ რეკორდული შესაძლებლობების ხელოვნური ინტელექტი GPT-6 Astra წარადგინა

OpenAI-მ რეკორდული შესაძლებლობების ხელოვნური ინტელექტი GPT-6 Astra წარადგინა

BM.GE

რუსეთმა და ჩინეთმა ახალი გაზსადენის, „ბაიკალის ძალის“ პროექტი განიხილეს

რუსეთმა და ჩინეთმა ახალი გაზსადენის, „ბაიკალის ძალის“ პროექტი განიხილეს

BM.GE

"ევრობილდს" პატარა ენგურზე ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზია გაუხანგრძლივდება

"ევრობილდს" პატარა ენგურზე ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზია გაუხანგრძლივდება

BM.GE

უკრაინას ომი ყოველდღიურად $450 მილიონი უჯდება - ანდრიი სიბიჰა

უკრაინას ომი ყოველდღიურად $450 მილიონი უჯდება - ანდრიი სიბიჰა

BM.GE