მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რომელი ქვეყნის მოქალაქეები ყიდულობენ საცხოვრებელ უძრავ ქონებას საქართველოში?
რომელი ქვეყნის მოქალაქეები ყიდულობენ საცხოვრებელ უძრავ ქონებას საქართველოში?

რომელი ქვეყნის მოქალაქეები ყიდულობენ საცხოვრებელ უძრავ ქონებას საქართველოში?

BM.GE16 ივნისი, 2026, 00:00|bm.ge

“კოლიერს ჯორჯიას” მონაცემებით, 2026 წლის მაისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ წლიურად 13,1%-ით გაიზარდა და 3,787 ერთეული შეადგინა ბაზრის ზომამ კი 32.4%-ით, 334 მილიონ დოლარამდე მოიმატა.

ორგანიზაციის კვლევის თანახმად, თბილისში, როგორც ძველ ისე ახალ პროექტებში ტრანზაქციების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებზე მოდის, უცხოეთის მოქალაქეების წილი კი 2026 წლის მაისში მხოლოდ 11.4% იყო.

რაც შეეხება ბათუმს,2026 წლის მაისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მაისთან შედარებით 2.5%-ით გაიზარდა და 1,324 ერთეული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 22.2%-ით 87 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

ბათუმის შემთხვევაში უცხოელი მყიდველების წილი ძველი და ახალი პროექტების ტრანზაქციებში გასული წლის მაისთან შედარებით გაიზარდა და 49% შეადგინა. ახალ და ძველ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობის ზრდის 59% უცხოელ მყიდველებზე მოდის.

“ის, ვინც თბილისში საცხოვრებელ უძრავ ქონებას ყიდულობს, დაახლოებით 88% არის საქართველოს მოქალაქე, ხოლო ბათუმის შემთხვევაში 50/50-ზეა განაწილებული. მაისში, მაგალითად, ცოტათი მეტი ბინა შეიძინეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა. ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბათუმში ძირითადად ზრდის განმაპირობებლები არიან სწორედ უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან ყველაზე აქტიურები ისრაელის და რუსეთის მოქალაქეები არიან, თუმცა მათი წილი ძალიან დაბალია. რაც შეეხება ბათუმს, აქ რუსეთის, უკრაინის, ისრაელის მოქალაქეები არიან აქტიურები”,- აცხადებს Colliers Georgia-ს კვლევებისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელი ლეო ჩიქავა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედიაკომპანია Fox-მა სტრიმინგ პლატფორმა Roku $22 მილიარდად შეიძინა

მედიაკომპანია Fox-მა სტრიმინგ პლატფორმა Roku $22 მილიარდად შეიძინა

BM.GE

"ნიქსომანიის" ეკონომიკა: 53-წლიანი ლოდინის დასასრული და ახალი რეკორდები ბიზნესში

"ნიქსომანიის" ეკონომიკა: 53-წლიანი ლოდინის დასასრული და ახალი რეკორდები ბიზნესში

BM.GE

"წინასწარი ჯავშნები გასულ წელთან და იმის წინა წელთან შედარებით კლების ტენდენციას აჩვენებს" - „ხათოსი“

"წინასწარი ჯავშნები გასულ წელთან და იმის წინა წელთან შედარებით კლების ტენდენციას აჩვენებს" - „ხათოსი“

BM.GE

"სამწუხაროდ სეზონი ჯერ არ დაწყებულა" - თუშეთში მდებარე კაფე "ღრუბლებს ზემოთ" გამოწვევებზე

"სამწუხაროდ სეზონი ჯერ არ დაწყებულა" - თუშეთში მდებარე კაფე "ღრუბლებს ზემოთ" გამოწვევებზე

BM.GE