მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რომელი რუსული ობიექტები დაბომბა დღეს უკრაინამ?
რომელი რუსული ობიექტები დაბომბა დღეს უკრაინამ?

რომელი რუსული ობიექტები დაბომბა დღეს უკრაინამ?

BM.GE1 აგვისტო, 2026, 01:52|bm.ge

31 ივლისის ღამეს, უკრაინამ რუსეთის ვოლგოგრადის, თათრეთისა და კრასნოდარის რეგიონებში მდებარე ელექტრონული კომერციის გიგანტ Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრებსა და ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე მასშტაბური იერიში მიიტანა.

როგორც ირკვევა, ვოლგოგრადში 44,000 კვადრატული მეტრის ფართობის Wildberries-ის ლოგისტიკური კომპლექსი დაზიანდა. ამას გარდა, დარტყმების შედეგად ზარალი განიცადა Lukoil-ის კუთვნილმა ადგილობრივმა ნავთობგადასამუშავებელმა ქარხანამაც, რომელიც ქვეყანაში საავიაციო საწვავის, ბენზინისა და დიზელის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია.

ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა რეგიონზე მასშტაბური თავდასხმი ოფიციალურად დაადასტურა. მისი თქმით, ხანძარი სამრეწველო ობიექტსა და საწყობის ტერიტორიაზე გაჩნდა, რამაც 5 ადამიანის დაშავება გამოიწვია.

რუსეთ-უკრაინის ომის დამოუკიდებელი მონიტორის, ორგანიზაცია Exilenova-ს ცნობით, ხანძარი კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეს ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაშიც გაჩნდა. Telegram-არხ ASTRA-ს ინფორმაციით კი, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები Wildberries-ის კიდევ ერთ ობიექტს თათრეთის ქალაქ ზელენოდოლსკში დაესხნენ თავს. ამ ეტაპზე მიყენებული ზარალის ზუსტი მასშტაბების დამოუკიდებლად დადასტურება ვერ ხერხდება.

ცნობისთვის, Wildberries-ი რუსეთის ონლაინ-ვაჭრობის ბაზრის ნახევარზე მეტს აკონტროლებს. პლატფორმაზე ორმაგი დანიშნულების პროდუქცია, მათ შორის ჯავშანჟილეტები და დრონებისთვის განკუთვნილ ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელებიც იყიდება - ოფიციალრმა კიევმა შეტევების განხორციელების მიზეზად სწორედ ეს ფაქტობრივი მოცემულობა დაასახელა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 269 სტატია.

  • ზელენსკი: უკრაინამ პარტნიორებს შესთავაზა, რუსეთთან ინფრასტრუქტურულ დარტყმებზე შეთანხმებას მიაღწიონრუსთავი 2
  • გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი ალექსეი მილჩაკოვი მოკლესფორმულა
  • Financial Times: ზელენსკიმ სანქციები დაუწესა ყოფილ თანაშემწეს, რომელიც მის კრიტიკოსად იქცა - ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, გაზრდის ყურადღებას იმის მიმართ, თუ როგორ იყენებს უკრაინის პრეზიდენტი ასეთ ზომებს კრიტიკოსების წინააღმდეგიმედი
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
უკრაინის →რუსული →

მსგავსი სტატიები

ვიღაცას რომ ფულის მოპარვა ნდომებოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა|კობახიძე კულტურის სამინისტროში შესაძლო კორუფციაზე

ვიღაცას რომ ფულის მოპარვა ნდომებოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა|კობახიძე კულტურის სამინისტროში შესაძლო კორუფციაზე

BM.GE

SpaceX-ი ორბიტაზე Nvidia-ს სუპერკომპიუტერებს 2027 წელს გაუშვებს

SpaceX-ი ორბიტაზე Nvidia-ს სუპერკომპიუტერებს 2027 წელს გაუშვებს

BM.GE

ქართველი მოგზაურები პოპულარულ ქალაქებს აღარ სჯერდებიან - Travelopedia მოთხოვნაზე

ქართველი მოგზაურები პოპულარულ ქალაქებს აღარ სჯერდებიან - Travelopedia მოთხოვნაზე

BM.GE

ტომ ჰოლანდი 30 წლის ასაკში კინოგაქირავების ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობი გახდა

ტომ ჰოლანდი 30 წლის ასაკში კინოგაქირავების ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობი გახდა

BM.GE