ორიგინალი
რომის პაპ ლეო XIV-ს უახლოეს დღეებში ოპერაციას გაუკეთებენ - რას აცხადებს პონტიფიკოსი?
BM.GE·23:48

რომის პაპ ლეო XIV-ს უახლოეს დღეებში ოპერაციას გაუკეთებენ - რას აცხადებს პონტიფიკოსი?

11 ოქტომბერი, 2026 · 23:48

რომის პაპი ლეო XIV ფილტვზე აღმოჩენილი მცირე წარმონაქმნის ამოსაკვეთად ოპერაციას უახლოეს დღეებში გაიკეთებს.

საინფორმაციო გამოცემა Reuters-ი იუწყება, რომ 71 წლის პონტიფიკოსის განცხადებით, წარმონაქმნი სამედიცინო გამოკვლევების დროს აღმოაჩინეს და მისი გამოვლენა ადრეულ ეტაპზე მოხერხდა.

როგორც პაპმა კვირას, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს განუცხადა, ექიმებმა ქირურგიული ჩარევა მიზანშეწონილად მიიჩნიეს და მან მათი რეკომენდაციის გათვალისწინებით ოპერაციის ჩატარება გადაწყვიტა.

გამოცემაში ვკითხულობთ, რომ ვატიკანს არ დაუკონკრეტებია, არის თუ არა წარმონაქმნი ავთვისებიანი. ოფიციალური ინფორმაციით, ოპერაციის შემდეგ პაპის გამოჯანმრთელების პერიოდი დაახლოებით ერთ კვირას გასტანს.

ლეო XIV, რომლის პონტიფიკატიც 2025 წლის მაისში დაიწყო, კათოლიკური ეკლესიის მეთაური 71 წლის ასაკში გახდა. აღნიშნული შემთხვევა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პირველი საჯარო შეშფოთებაა პაპად არჩევის შემდეგ. ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ლეო XIV-ის გეგმებში ჯერჯერობით კვლავ რჩება სამხრეთ ამერიკაში დაგეგმილი 11-დღიანი ვიზიტი. პაპი ურუგვაის, არგენტინასა და პერუში 6-17 ნოემბერს უნდა გაემგზავროს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რომის პაპ ლეო XIV-ს უახლოეს დღეებში ოპერაციას გაუკეთებენ - რას აცხადებს პონტიფიკოსი?

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·19:42

ირანის რეგიონული ნავთობის ექსპორტის დაბლოკვით იმუქრება

ირანის რეგიონული ნავთობის ექსპორტის დაბლოკვით იმუქრება
BM.GE·19:29

სად გადაინაცვლებს მშენებლობის მთავარი აქცენტი უახლოეს წლებში? - "თიბისი კაპიტალის" პროგნოზი

სად გადაინაცვლებს მშენებლობის მთავარი აქცენტი უახლოეს წლებში? - "თიბისი კაპიტალის" პროგნოზი
BM.GE·19:16

მასკმა ამერიკელი ბავშვებისთვის SpaceX-ის $19 მილიარდის აქციების ჩუქება გადაწყვიტა

მასკმა ამერიკელი ბავშვებისთვის SpaceX-ის $19 მილიარდის აქციების ჩუქება გადაწყვიტა
BM.GE·19:07

რას მოიტანს არამეწარმე ფიზიკური პირებისგან პროდუქციის შესყიდვის აქტების გაციფრულება - დავით პაპიაშვილის განმარტება

რას მოიტანს არამეწარმე ფიზიკური პირებისგან პროდუქციის შესყიდვის აქტების გაციფრულება - დავით პაპიაშვილის განმარტება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.