მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „როსსელხოზნადზორი“ რუსეთ-საქართველოს მცენარეთა საკარანტინო ნორმების კუთხით თანამშრომლობას ავითარებს - უწყება ვიზიტს აჯამებს
„როსსელხოზნადზორი“ რუსეთ-საქართველოს მცენარეთა საკარანტინო ნორმების კუთხით თანამშრომლობას ავითარებს - უწყება ვიზიტს აჯამებს

„როსსელხოზნადზორი“ რუსეთ-საქართველოს მცენარეთა საკარანტინო ნორმების კუთხით თანამშრომლობას ავითარებს - უწყება ვიზიტს აჯამებს

BM.GE9 ნოემბერი, 2026, 16:10|bm.ge

„როსსელხოზნადზორი“ რუსეთ-საქართველოს მცენარეთა საკარანტინო ნორმების კუთხით თანამშრომლობას ავითარებს - შესაბამის განაცხადს რუსული უწყება საქართველოში ვიზიტის შეჯამების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში აკეთებს.

მათი ინფორმაციით, 2026 წლის 2-დან 6 ნოემბრამდე „როსსელხოზნადზორის“ დელეგაცია, ქვეყნის სურსათის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, საქართველოს ეწვია.

სამსახურის წარმომადგენლებმა ქართული გამოცდების ლაბორატორიების აუდიტი ჩაატარეს და რუსეთში მისაწოდებელი თესლოვანი და კურკოვანი კულტურების ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემა შეისწავლეს.

„კერძოდ, რუსი სპეციალისტები გაეცნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მუშაობას, რომელიც რუსული ბაზრისთვის განკუთვნილ მცენარეულ პროდუქციაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მოქმედი ნივთიერებების ნარჩენი რაოდენობის კვლევებს ატარებს. მათ შეაფასეს ორგანიზაციული სტრუქტურა, აღჭურვილობა, თანამშრომელთა კვალიფიკაცია, კვლევის მეთოდიკა და ფართობების შესაბამისობა მოთხოვნებთან.

გარდა ამისა, ქართველმა კოლეგებმა წარმოადგინეს ნიმუშების საკარანტინო ფიტოსანიტარიული მდგომარეობის განსაზღვრის წესი და ფიტოსანიტარიული სერტიფიკატების გაცემის პროცედურა.

რუსულმა დელეგაციამ გორის მუნიციპალიტეტში მოინახულა თესლოვანი და კურკოვანი კულტურების მოყვანის, შენახვისა და საექსპორტო პარტიების ფორმირების 5 ობიექტი.

შედეგების მიხედვით, „როსსელხოზნადზორი“ ლაბორატორიის მისამართით გააგზავნის აუდიტის აქტს კომპეტენტურობის, მეთოდებისა და კვლევის შედეგების დადასტურების შესახებ“, - ნათქვამია „როსსელხოზნადზორის“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ქართულმა მხარემ განაცხადა მცენარეთა კარანტინის სფეროში ეროვნული სისტემის შემუშავების შესახებ. „ორი ქვეყნის ციფრული პლატფორმების ინტეგრაცია ოპტიმიზაციას გაუწევს ინფორმაციის გაცვლას, გაზრდის საბაჟო/საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ორმხრივ მიწოდებას და ამაღლებს მისი უსაფრთხოების კონტროლს“, - აცხადებენ როსსელხოზნადზორში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 271 სტატია.

  • ევროკავშირი აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დელეგაციას გაგზავნისტვ პირველი
  • ჩრდილოეთ ევროპის 10 ქვეყანა რუსეთის შეკავების მიზნით საზღვაო ალიანსს ქმნისფორმულა
  • ვიღებ მილოცვებს – ხოშტარია რუსეთში „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზენეტგაზეთი
  • ამერიკის შუამავლობით, უკრაინის და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში გაიმართებარუსთავი 2
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

„სეზონის გახსნის თარიღის ცოდნა მნიშვნელოვანია“ – რა სიახლეები დახვდებათ გუდაურში დამსვენებლებს?

„სეზონის გახსნის თარიღის ცოდნა მნიშვნელოვანია“ – რა სიახლეები დახვდებათ გუდაურში დამსვენებლებს?

BM.GE

რუსეთის წინააღმდეგ ახალი საზღვაო ალიანსი იქმნება

რუსეთის წინააღმდეგ ახალი საზღვაო ალიანსი იქმნება

BM.GE

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

BM.GE

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

BM.GE