მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როცა ხარისხი არჩევანს განსაზღვრავს: რატომ აირჩია „ნაპოლიმ“ ქართული Extra Virgin ზეთისხილის ზეთი
როცა ხარისხი არჩევანს განსაზღვრავს: რატომ აირჩია „ნაპოლიმ“ ქართული Extra Virgin ზეთისხილის ზეთი

როცა ხარისხი არჩევანს განსაზღვრავს: რატომ აირჩია „ნაპოლიმ“ ქართული Extra Virgin ზეთისხილის ზეთი

BM.GE10 ივლისი, 2026, 16:30|bm.ge

პრემიუმ რესტორანი საკუთარ სამზარეულოში ახალ ინგრედიენტს შემთხვევით არ ამატებს. ასეთი გადაწყვეტილების უკან დგას ხარისხის, ტექნოლოგიისა და გემოვნური თვისებების დეტალური შეფასება.

სწორედ ამ პრინციპით აირჩია ნეაპოლიტანურმა პიცერიამ „ნაპოლიმ“ „სვანიძის ზეთისხილის“ Extra Virgin ზეთისხილის ზეთი, რომელიც კახეთში, 1 500 ჰექტარ ზეთისხილის ბაღებში მოყვანილი ნაყოფისგან იწარმოება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშავდება.

„ნაპოლის“ კერძებში დღეს უკვე „სვანიძის ზეთისხილის“ Extra Virgin ზეთის გამორჩეულ გემოს ამოიკითხავთ. პროდუქტი პირველადი, ცივი დაწურვის ტექნოლოგიით მზადდება, გამოირჩევა დაბალი მჟავიანობით - 0,2%-მდე, ბუნებრივი არომატით და იმით, რომ ზეთისხილი მოკრეფიდან უმოკლეს დროში გადამუშავდება. სწორედ ეს მახასიათებლები აღმოჩნდა გადამწყვეტი იმ სამზარეულოსთვის, სადაც თითოეული ინგრედიენტის ხარისხი საბოლოო შედეგს განსაზღვრავს.

„თუ საქართველოში იქმნება პროდუქტი, რომელიც ხარისხით კონკურენციას უწევს საერთაშორისო ბრენდებს, ვფიქრობ, ჩვენი პასუხისმგებლობაა, მას მხარი დავუჭიროთ. „სვანიძის“ Extra Virgin ზეთი ტექნოლოგიურად გამართული, გამორჩეული გემოვნური თვისებების მქონე და, რაც მთავარია, ქართული პროდუქტია“, - ამბობს „ნაპოლის“ დამფუძნებელი მამუკა კილაძე.

„ნაპოლი“ უკვე ექვსი წელია ავთენტიკური ნეაპოლიტანური ტრადიციით მუშაობს და ინგრედიენტების შერჩევას განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება. ამიტომ „სვანიძის“ Extra Virgin ზეთის არჩევა მხოლოდ ქართული პროდუქტის მხარდაჭერის გადაწყვეტილება არ ყოფილა - ის ეფუძნებოდა ხარისხს, საერთაშორისო სტანდარტებსა და იმ გემოვნურ მახასიათებლებს, რომლებიც ავთენტიკური ნეაპოლიტანური სამზარეულოსთვის აუცილებელია.

„სვანიძის ზეთისხილისთვის“ ეს თანამშრომლობა განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. კომპანია, რომლის თანამედროვე საწარმო კახეთში ფუნქციონირებს, უკვე აწარმოებს საერთაშორისო ხარისხის Extra Virgin ზეთისხილის ზეთს და თანდათან იმკვიდრებს ადგილს არა მხოლოდ საცალო ბაზარზე, არამედ საქართველოს HoReCa სექტორის წამყვანი ობიექტების პროფესიონალურ სამზარეულოებშიც.

„ეს პარტნიორობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული პრემიუმ პროდუქტი დღეს კონკურენტუნარიანია არა მხოლოდ თავისი წარმოშობით, არამედ ხარისხით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და პროფესიონალების ნდობით“, - ამბობს თეო მამულაშვილი “სვანიძის ზეთისხილის” მარკეტინგის ხელმძღვანელი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ლუდის იმპორტი მზარდია, ექსპორტი კლებადი ტენდენციით ხასიათდება" - ვინ არიან ძირითადი სავაჭრო პარტნიორები?

"ლუდის იმპორტი მზარდია, ექსპორტი კლებადი ტენდენციით ხასიათდება" - ვინ არიან ძირითადი სავაჭრო პარტნიორები?

BM.GE

ევროპაში ელექტრომობილების საბაზრო წილი რეკორდულად გაიზარდა

ევროპაში ელექტრომობილების საბაზრო წილი რეკორდულად გაიზარდა

BM.GE

ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტებამ ₾3.1 მილიარდს გადააჭარბა - წლიური ზრდა 30%-ია

ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტებამ ₾3.1 მილიარდს გადააჭარბა - წლიური ზრდა 30%-ია

BM.GE

უკანონო შემოსავლები და კორუფცია - რა სასჯელს ითვალისწინებს ექსპრემიერისთვის წარდგენილი ბრალდებები?

უკანონო შემოსავლები და კორუფცია - რა სასჯელს ითვალისწინებს ექსპრემიერისთვის წარდგენილი ბრალდებები?

BM.GE