მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "რთველი აქტიურ ფაზაშია" - როგორ მოსავალს ელიან წელს "ასკანელში?
"რთველი აქტიურ ფაზაშია" - როგორ მოსავალს ელიან წელს "ასკანელში?

"რთველი აქტიურ ფაზაშია" - როგორ მოსავალს ელიან წელს "ასკანელში?

BM.GE18 სექტემბერი, 2026, 13:40|bm.ge

ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია "ასკანელში" ყურძნის ჭარბ მოსავალს ელიან და აცხადებენ, რომ რთველი აქტიურ ფაზაში შედის. „ასკანელის“ აღმასრულებელი დირექტორი ირინა კიტაშვილი BMGTV-ის გადაცემა „საქმიანი დილაში“ სტუმრობისას აღნიშნავს, რომ წელს ჭარბი ნალექის მიუხედავად, ყურძნის მოსავალი მნიშვნელოვან დაავადებას გადაურჩა, თუმცა ვენახების ნაწილში დამწვრობის პრობლემა გამოიკვეთა.

„მოსავალი საკმაოდ ბევრია, თუმცა ამინდები, როგორც ყველამ ვნახეთ, მთლად სახარბიელო არ ყოფილა. იყო გვალვაც და ჭარბი ნალექიც და საბედნიეროდ, მოსავალი მნიშვნელოვან დაავადებას გადაურჩა, თუმცა არის დამწვრობის პრობლემა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ცქრიალა ღვინოებია და ამ შემთხვევაში საღვინე მასალისთვის შედარებით ნაკლები შაქრიანობის ყურძენია საჭირო, რთველი უკვე დაწყებული გვაქვს და კრეფის აქტიურ ფაზაში ვართ“, - განაცხადა ირინა კიტაშვილმა.

მისი შეფასებით, წელს რთვლის მიმდინარეობა სტანდარტული სცენარით არ ვითარდება და მოსავლის მოცულობისა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით, პროცესში გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებაა საჭირო.

„იქნება საკმაოდ ინტენსიური ფაზა. ეს ისეთი რთველია, რომელსაც ყოველდღე ახალი გადაწყვეტილება სჭირდება. მთლად კონვენციური მეთოდით არ მიდის, იმიტომ, რომ ბევრი მოსავალია და ვართ დამოკიდებული გარე ფაქტორებზე. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება“, - აღნიშნა კიტაშვილმა.

რთვლის პარალელურად, კომპანიაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვალიფიციური კადრების მოძიება და მათი განვითარება რჩება.

„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა ადამიანური რესურსია. კადრები ჩვენთვის რჩება ნომერ პირველ პრობლემად - დაწყებული აგრონომიიდან, დამთავრებული გაყიდვებით. ანუ ნიადაგიდან დაწყებული და დახლამდე დამთავრებული, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა“, - განაცხადა ირინა კიტაშვილმა.

კომპანია კადრების მომზადებაში ახალგაზრდა სპეციალისტების ჩართვასაც გეგმავს. კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, „ასკანელი“ წელს უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობით სტიპენდიების პროგრამის დაწყებას გეგმავს.

„ჩვენ უკვე გვაქვს გეგმა, რომ წელს ჩავუშვათ უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად სტიპენდიების პროგრამა. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ადამიანების დაინტერესება, კომპანიაში შემოყვანა, მათი გაზრდა და, რაც მთავარია, on-the-job training-იდან დაწყებული, შემდეგ მათი განვითარებაზე ზრუნვა“, - აღნიშნა კიტაშვილმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მართე გზავნილი შენი წესებით - მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი

მართე გზავნილი შენი წესებით - მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი

BM.GE

7 ბაღში, სააღმზრდელო პროცესი ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით შეჩერდა | ბაღების სააგენტოს განცხადება

7 ბაღში, სააღმზრდელო პროცესი ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით შეჩერდა | ბაღების სააგენტოს განცხადება

BM.GE

წლის I ნახევარში მსოფლიოს მასშტაბით 690 მილიონმა ტურისტმა იმოგზაურა - UN Tourism

წლის I ნახევარში მსოფლიოს მასშტაბით 690 მილიონმა ტურისტმა იმოგზაურა - UN Tourism

BM.GE

თბილისის 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელისა და 1 აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - საგამოძიებო სამსახური

თბილისის 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელისა და 1 აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - საგამოძიებო სამსახური

BM.GE