მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუმინეთის პარლამენტმა მთავრობა გადააყენა - რა გახდა მიზეზი?
რუმინეთის პარლამენტმა მთავრობა გადააყენა - რა გახდა მიზეზი?

რუმინეთის პარლამენტმა მთავრობა გადააყენა - რა გახდა მიზეზი?

BM.GE5 მაისი, 2026, 19:44|bm.ge

რუმინეთის საკანონმდებლო ორგანომ პრემიერ-მინისტრ ილიე ბოლოჟანის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. დღეს, 5 მაისს გამართულ კენჭისყრაზე მემარჯვენე-ცენტრისტულ კაბინეტის გადადგომას დეპუტატთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და ულტრამემარჯვენე "რუმინელთა ერთობის ალიანსის" კოალიციური მოქმედების შედეგად იქნა მიღებული.

ცნობისთვის, სოციალ-დემოკრატებმა ილიე ბოლოჟანის ნაციონალურ-ლიბერალურ პარტიასთან თანამშრომლობა მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის გამო გასულ თვეში შეწყვიტეს და პრემიერ-მინისტრის გადასაყენებლად რადიკალურ მემარჯვენეებთან გაერთიანდნენ. სწორედ ამ პარტიის ლიდერი, ჯორჯ სიმონი იყო მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების მთავარი ინიციატორი.

როგორც Politico წერს, სოციალ-დემოკრატების გადაწყვეტილებამ, კოალიციურად ემოქმედათ ევროსკეპტიკოს სიმონთან ევროპარლამენტში დიდი გაკვირვება გამოიწვია.

გამოცემის ინფორმაციით, პოლიტიკურმა არასტაბილურობამ შესაძლოა რუმინეთის ეკონომიკური პერსპექტივები და ფინანსური მდგრადობა მნიშვნელოვნად დააზიანოს. ქვეყანამ აგვისტომდე დაგეგმილი რეფორმების დასრულება უნდა მოასწროს, რათა ევროკავშირისგან 11 მილიარდი ევროს ($11.9 მლრდ.) ოდენობის დაფინანსება მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუქარესტს საკრედიტო რეიტინგის შემცირება და ფინანსური სირთულეები ელოდება. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ რადიკალური ძალების გაძლიერება ქვეყნის საგარეო და ეკონომიკურ პოზიციებზე ნეგატიურად აისახება.

არსებული ინფორმაციით, რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი პოლიტიკურ ლიდერებთან კონსულტაციებს ახალი კოალიციის ჩამოსაყალიბებლად უახლოეს პერიოდში დაიწყებს. ერთ-ერთ სცენარად დამოუკიდებელი ტექნოკრატის ხელმძღვანელობით ლიბერალებისა და სოციალისტების ახალი პარტნიორობა განიხილება. პრეზიდენტმა დასავლელი მოკავშირეების დასამშვიდებლად განაცხადა, რომ რუმინეთი პროდასავლურ კურსს კვლავინდებურად შეინარჩუნებს.

შეგახსენებთ, რომ ილიე ბოლოჟანი რუმინეთის მთავრობას 2025 წლიდან ხელმძღვანელობდა. იგი 1989 წლის რევოლუციის შემდეგ რიგით მეშვიდე პრემიერ-მინისტრი იყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში, გამწვანების ღონისძიებები გორში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, თელავში, წალენჯიხაში, ზუგდიდსა და მცხეთაში გაიმართარუსთავი 2
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE