მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "რუსეთი ჩვენს ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს" - ლიეტუვას პრეზიდენტი
"რუსეთი ჩვენს ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს" - ლიეტუვას პრეზიდენტი

"რუსეთი ჩვენს ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს" - ლიეტუვას პრეზიდენტი

BM.GE15 ივლისი, 2026, 17:05|bm.ge

ლიეტუვას პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, რუსეთი ქვეყნის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმებს გეგმავს. როგორც ირკვევა, ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებმა შესაბამისი ინფორმაცია უკვე მოიპოვეს. პრეზიდენტის თქმით, ამ გარემოების გამო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ობიექტებზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება.

სააგენტო BNS-თან ინტერვიუში პრეზიდენტს თავდასხმის კონკრეტული დრო და ადგილი არ დაუსახელებია. ლიდერის განმარტებით, მოწინააღმდეგეს დაგეგმვის პროცესი ჯერ არ დაუსრულებია. თუმცა ნაუსედა აღნიშნავს, რომ მოსალოდნელი დივერსიის მიზანი ინფრასტრუქტურის ფიზიკური დაზიანება და ობიექტების ფუნქციონირების შეჩერება იქნება. შესაბამისად, არსებობს მოლოდინი, რომ რუსეთი ფართომასშტაბიან დარტყმებს განახორციელებს.

საყურადღებოა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში რუსული თავდასხმების საფრთხეზე უკვე დასავლური სადაზვერვო სააგენტოებიც საუბრობენ, თუმცა მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს და გავრცელებულ ცნობებს ანტირუსულ პროპაგანდას უწოდებს.

შეგახსენებთ, ლიეტუვა რუსეთის ექსკლავს, კალინინგრადსა და ბელარუსს ესაზღვრება. შესაძლო საფრთხის გამო კი ქვეყნის ხელისუფლებამ 2022 წლიდან დღემდე თავდაცვის ბიუჯეტი გაასამმაგა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ  ქვენატკოცასა და აბანოში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს - სამინისტრო

სოფელ  ქვენატკოცასა და აბანოში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს - სამინისტრო

BM.GE

სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა

სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა

BM.GE

ცხრა დემონსტრანტის შეწყალება მისასალმებელია, მაგრამ ეს მართლმსაჯულება არ არის - Amnesty International

ცხრა დემონსტრანტის შეწყალება მისასალმებელია, მაგრამ ეს მართლმსაჯულება არ არის - Amnesty International

BM.GE

2 კლინიკას და 5 ექიმს გაფრთხილება მიეცა - რა განიხილეს პროფესიული განვითარების საბჭოზე?

2 კლინიკას და 5 ექიმს გაფრთხილება მიეცა - რა განიხილეს პროფესიული განვითარების საბჭოზე?

BM.GE