მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის არგამოყენების შეთანხმებისკენ მოუწოდებს
რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის არგამოყენების შეთანხმებისკენ მოუწოდებს

რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის არგამოყენების შეთანხმებისკენ მოუწოდებს

BM.GE2 ივლისი, 2026, 15:59|bm.ge

რუსეთი, საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის არგამოყენების შეთანხმებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ რუსულმა მხარემ ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიების 67-ე რაუნდზე განაცხადა, რომელიც ჟენევაში 30 ივნისს - 1 ივლისს გაიმართა. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ავრცელებს.

ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტრომაც გაავრცელა, თუმცა მასში არაფერია ნათქვამი რუსეთის მოთხოვნაზე საქართველოსა და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შესახებ.

რუსული მხარის ცნობით, მოლაპარაკებებში აფხაზეთის, საქართველოს, სამხრეთ ოსეთის, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის თანათავმჯდომარეობით მონაწილეობდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა მხარემ ჟენევის დისკუსიების ფორმატისადმი ერთგულება დაადასტურა, რომელიც თბილისის სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირი დიალოგის პლატფორმად რჩება.

რუსული დელეგაციის შეფასებით, რეგიონში ვითარება მოლაპარაკებების მექანიზმების მუშაობის წყალობით შედარებით მშვიდი რჩება. ამასთან, შეხვედრაზე ხაზი გაესვა აფხაზეთის საზღვართან, გალში, ანალოგიური მექანიზმის აღდგენის აუცილებლობას.

„რუსულმა მხარემ მტკიცე მოწოდებით მიმართა მონაწილეებს, რომ დისკუსიების არსებული მანდატის შესაბამისად, მიიღონ პრაქტიკული ზომები, რომლებიც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მყარ უსაფრთხოებას გარანტიას შეუქმნის. საუბარია საქართველოსა და ორ სუვერენულ რესპუბლიკას შორის ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების შემუშავებაზე“, - ნათქვამია რუსული უწყების განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს მზარდი თანამშრომლობა ნატოსთან, ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო სწავლებების ჩათვლით.

"მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი წინასწარ ნოემბერშია დაგეგმილი. შეხვედრამდე შუამავლებთან კონსულტაციები უნდა გაიმართოს", – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 98 სტატია.

  • აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან 34 წელი გავიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინესფორმულა
  • აფხაზეთში საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანანეტგაზეთი
  • წყალტუბო აფხაზეთის მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებით ბანაკს მასპინძლობს, რომელშიც 12-დან 16 წლამდე ასაკის 35 მოსწავლე მონაწილეობსრუსთავი 2
აფხაზეთის →

მსგავსი სტატიები

უკრაინული დრონების შეტევა მოსკოვის ოლქზე - დაზიანდა Wildberries-ის კიდევ ერთი საწყობი

უკრაინული დრონების შეტევა მოსკოვის ოლქზე - დაზიანდა Wildberries-ის კიდევ ერთი საწყობი

BM.GE

თბილისის შემოვლითი გზის მეოთხე და მეხუთე მონაკვეთებზე ტენდერის დასრულება გახანგრძლივდა

თბილისის შემოვლითი გზის მეოთხე და მეხუთე მონაკვეთებზე ტენდერის დასრულება გახანგრძლივდა

BM.GE

11 სკოლის რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა | სია

11 სკოლის რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა | სია

BM.GE

დააკავეს სამი პირი, რომლებიც იარაღის მუქარით, მოქალაქეებს ბანკებიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ

დააკავეს სამი პირი, რომლებიც იარაღის მუქარით, მოქალაქეებს ბანკებიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ

BM.GE