მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთი სომხეთთან გაზის შეთანხმებას შეაჩერებს, თუ ერევანი EU-ში გაწევრიანების პროცესს გააგრძელებს - რუსეთის საგარეო
რუსეთი სომხეთთან გაზის შეთანხმებას შეაჩერებს, თუ ერევანი EU-ში გაწევრიანების პროცესს გააგრძელებს - რუსეთის საგარეო

რუსეთი სომხეთთან გაზის შეთანხმებას შეაჩერებს, თუ ერევანი EU-ში გაწევრიანების პროცესს გააგრძელებს - რუსეთის საგარეო

BM.GE27 მაისი, 2026, 20:58|bm.ge

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთი სომხეთთან გაზის, ნავთობპროდუქტებისა და დაუმუშავებელი ალმასების მიწოდების შესახებ გაფორმებულ შეთანხმებას ცალმხრივად შეაჩერებს - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

"ინტერფაქსი" წერს, რომ დღეს, სომხეთში რუსეთის ფედერაციის საელჩომ სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალურად გადასცა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის სერგეი ცივილევის წერილი. მასში ნათქვამია, რომ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, მოსკოვი ცალმხრივად შეაჩერებს ან დენონსაციას გაუკეთებს აღნიშნულ, 2013 წლის 2 დეკემბრის შეთანხმებას - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ ბუნებრივ გაზზე სომხეთისთვის დაწესებული შეღავათები რუსეთის მხრიდან დახმარების ფორმაა და რუსული მხარის ხარჯებით ფინანსდება

„შეღავათები ყოველთვის ვინმეს ხარჯზე კეთდება. ანუ, ის შეღავათი, რომელსაც სომხები იღებენ, ყოველთვის ვიღაცის ხარჯზეა, ის ციდან არ მოდის. ეს ხდება რუსეთის ფედერაციის ხარჯზე“ — განაცხადა მან და აღნიშნულ ზომას უწოდა რუსეთის წვლილი სომხეთის განვითარებაში, ასევე დახმარება „მოძმე ხალხისთვის“. თუმცა პრეზიდენტის პრესსპიკერმა შეთანხმების დენონსირების შესახებ დასმულ კითხვას არ უპასუხა ჟურნალისტები „გაზპრომში“ გადაამისამართა და ისიც აღნიშნა, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხდომის ფარგლებში, რომელსაც პუტინი 29 მაისს ასტანაში დაესწრება რუსეთის პრეზიდენტის გეგმაში სომხეთის პრემიერთან შეხვედრა არ შედის.

„ინტერფაქსი“ წერს, რომ 2013 წლის შეთანხმებით, რუსეთმა სომხეთისთვის ნავთობპროდუქტების, გაზისა და ალმასების მიწოდებაზე საექსპორტო ბაჟი უვადოდ გააუქმა, რაც ქვეყნის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში (ეეკ) გაწევრიანების გზაზე მორიგი ნაბიჯი იყო, რომელშიც დღეს რუსეთი, ბელარუსი, ყირგიზეთი და ყაზახეთიც შედიან. შეთანხმების თანახმად, მოსკოვი ერევანს ნავთობპროდუქტებსა და გაზს შიდა მოხმარების იმ მოცულობით აწვდის, რომელიც ინდიკატური ბალანსებით არის დამტკიცებული, ამასთანავე, მესამე ქვეყნებში რეექსპორტი აკრძალულია.

აპრილის დასაწყისში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთი სომხეთს გაზს 1000 კუბურ მეტრზე 177,5 დოლარად აწვდის, მაშინ როდესაც ევროპაში მისი ფასი ამჟამად 1000 კუბურ მეტრზე დაახლოებით 600 დოლარია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 283 სტატია.

  • რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 2 ქართულ კომპანიას შეუზღუდაფორმულა
  • რუსეთი ქართული ლაბორატორიების შესამოწმებლად საქართველოში ჯგუფს აგზავნისტვ პირველი
  • რუსეთთან ნორმალური საუბარი, დეოკუპაციის შემთხვევაში, სწორი და გამართლებულია. თუ სხვა, ახალი ხელისუფლებები ამას გააკეთებენ, ამაში მე ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვხედავ - გრიგოლ გეგელიარუსთავი 2
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
რუსეთის →პროცესი →საგარეო →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE