მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთიდან საქართველოში თხევადი გაზის იმპორტიც გართულდა - მოლოდინია, რომ LPG-ს ფასი 1,80 ლარს მიაღწევს
რუსეთიდან საქართველოში თხევადი გაზის იმპორტიც გართულდა - მოლოდინია, რომ LPG-ს ფასი 1,80 ლარს მიაღწევს

რუსეთიდან საქართველოში თხევადი გაზის იმპორტიც გართულდა - მოლოდინია, რომ LPG-ს ფასი 1,80 ლარს მიაღწევს

BM.GE9 ივლისი, 2026, 20:06|bm.ge

რუსეთში ქარხნების დაზიანებისა და ბირჟაზე ფასების ზრდის გამო თხევადი გაზის პროდუქტი დეფიციტური ხდება. თხევადი გაზის იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციის პროგნოზით, თუ დღეს ერთი ლიტრი თხევადი გაზი 1.60 - 1.70 ლარი ღირს, უახლოეს ორ კვირაში ფასმა, შესაძლოა, 1.80 ლარს მიაღწიოს.

ბიზნესი ალტერნატიულ გზებს ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და თურქმენეთში ეძებს, რაც ლოგისტიკურ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

“ჩვენთან ძირითადი მოცულობები შემოდის ვლადიკავკაზიდან სახმელეთო გზით და ამ კრიზისის და ომის გამო, როგორც ბენზინსა და დიზელზე შეიქმნა პრობლემა, უკვე ნელ-ნელა პრობლემა ექმნება თხევად გაზსაც.

ვმუშაობთ, რომ პროდუქტი შემოვიდეს სხვა ქვეყნებიდან და არ შეწყდეს იმპორტი. იმ ფონზე, როცა ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ საქართველოს მოქალაქეები თხევადი გაზით და არ მოხდეს წყვეტა, მერია მოდის და აჯარიმებს სადგურებს. ეს დამატებითი წნეხია და იმის მაგივრად, რომ ხელი შევუწყოთ ერთმანეთს და შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ამის მაგივრად იწერება ჯარიმები, როცა ჩვენ გაცილებით დიდი პრობლემები გვაქვს ამ პროდუქტის შემოტანასთან დაკავშირებით.

რუსეთში ომის გამო პროდუქტი ძვირდება. გუშინ და გუშინწინ ბირჟებზე კიდევ იყო გაძვირება, გუშინწინ 6000 რუბლი ტონაზე და გუშინ 8000 რუბლი ტონაზე და ეს რასაკვირველია გამოიწვევს რაღაც პერიოდში აქაც პროდუქტის გაძვირებას.

ახლა თუ პირობითად 1,60 -1,65-1,70 ლარის ფარგლებში ღირს ერთი ლიტრი, მოსალოდნელია, ერთ-ორ კვირაში პროდუქტი გაძვირდეს და გახდეს 1,80 ლარის ფარგლებში”,-აცხადებს ნარიმან ფირცხელიანი.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სატელევიზიო უფლებებისთვის მილიარდიანი კონკურენცია იწყება

2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სატელევიზიო უფლებებისთვის მილიარდიანი კონკურენცია იწყება

BM.GE

ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა

ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა

BM.GE

კრივის ლეგენდარული მწვრთნელი ზაურ ანთია ამერიკის ნაკრების საწვრთნელო შტაბში იმუშავებს

კრივის ლეგენდარული მწვრთნელი ზაურ ანთია ამერიკის ნაკრების საწვრთნელო შტაბში იმუშავებს

BM.GE

მასკმა Anthropic-ის კონკურენტი პროგრამული AI წარადგინა - რა გამოარჩევს Grok 4.5-ს?

მასკმა Anthropic-ის კონკურენტი პროგრამული AI წარადგინა - რა გამოარჩევს Grok 4.5-ს?

BM.GE