მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა წლიურ გეგმას 50%-ით გადააჭარბა
რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა წლიურ გეგმას 50%-ით გადააჭარბა

რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა წლიურ გეგმას 50%-ით გადააჭარბა

BM.GE11 მაისი, 2026, 21:10|bm.ge

ნავთობის ფასების ზრდის მიუხედავად, რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი კვლავ იზრდება და მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში დაგეგმილ წლიურ მაჩვენებელს უკვე 50%-ით გადააჭარბა.

The Moscow Times-ის ინფორმაციით, აპრილში ხაზინის დანაკლისი 1.3 ტრილიონი რუბლით ($14.1 მლრდ) გაიზარდა, რის შედეგადაც წლის დასაწყისიდან დაგროვილმა ბიუჯეტის დეფიციტმა 5.88 ტრილიონი რუბლი ($63.9 მლრდ) შეადგინა.

აღნიშნული მონაცემი მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-ს შეესაბამება, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ გაზრდილი მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ 2026 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონით დეფიციტი 3.79 ტრილიონ რუბლზე ($41.2 მლრდ), ანუ მშპ-ის 1.6%-ზე იყო განსაზღვრული.

როგორც ირკვევა, იანვარ-აპრილის პერიოდში ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლები 4.5%-ით შემცირდა და 11.72 ტრილიონი რუბლი ($127.4 მლრდ) შეადგინა, რაც ნავთობისა და გაზის სექტორიდან მიღებული შემოსავლების 38.3%-იანმა კლებამ განაპირობა. პარალელურად, არასაბიუჯეტო შემოსავლები 10.2%-ით გაიზარდა და 9.42 ტრილიონ რუბლს ($102.4 მლრდ) მიაღწია.

რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, ბიუჯეტის გასავალი 15.7%-ით გაიზარდა და 17.6 ტრილიონ რუბლს ($191.3 მლრდ) გაუტოლდა, რაც წლიური გეგმის 40%-ს აღწევს. რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ხარჯების დაჩქარებულ ტემპს გარკვეული სახელშეკრულებო ვალდებულებების, პირველ რიგში კი თავდაცვის სფეროს წინასწარი დაფინანსებით ხსნის.

საყურადღებოა, რომ ნავთობის ფასების ზრდით გამოწვეული დამატებითი საბიუჯეტო შემოსავლები პროგნოზირებულზე გაცილებით მცირე აღმოჩნდა, რაც უკრაინული შეტევების შედეგად დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურით აიხსნება.

ცნობისთვის, 2025 წელს რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა 5.7 ტრილიონი რუბლი ($61.9 მლრდ) შეადგინა, რაც მთავრობის პირველად გეგმას თითქმის ხუთჯერ აღემატებოდა. დიდი ვარაუდით, წელს ეს ანტირეკორდი მოიხსნება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 241 სტატია.

  • ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენაიმედი
  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია "თბილისი ცენტრალში" გაიხსნება

მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია "თბილისი ცენტრალში" გაიხსნება

BM.GE

სებ-მა ინფლაციის და ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიტიკური პლატფორმა წარადგინა

სებ-მა ინფლაციის და ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიტიკური პლატფორმა წარადგინა

BM.GE

რამ განაპირობა ივნისში 8.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

რამ განაპირობა ივნისში 8.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

BM.GE

ივნისში ენერგეტიკის და სამთო მოპოვებით მრეწველობაში შემცირება იყო - საქსტატი

ივნისში ენერგეტიკის და სამთო მოპოვებით მრეწველობაში შემცირება იყო - საქსტატი

BM.GE