მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთის დუმამ პუტინს უცხო ქვეყნებზე თავდასხმის უფლება მისცა
რუსეთის დუმამ პუტინს უცხო ქვეყნებზე თავდასხმის უფლება მისცა

რუსეთის დუმამ პუტინს უცხო ქვეყნებზე თავდასხმის უფლება მისცა

BM.GE15 მაისი, 2026, 04:05|bm.ge

რუსეთის სახელმწიფო დუმამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უცხო ქვეყნებში შეიარაღებული ძალების გაგზავნის და მათ წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყების უფლებას აძლევს.

დოკუმენტის თანახმად, მოსკოვი სამხედრო ინტერვენციას იმ შემთხვევაში განახორციელებს, თუ რუსეთის მოქალაქეებს საერთაშორისო სასამართლოები ან უცხოური სახელმწიფოები დევნას დაუწყებენ. როგორც ირკვევა, ინიციატივა ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, როდესაც რუსეთის მოქალაქეები სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან რაიმე სახის ზეწოლას განიცდიან. დოკუმენტზე ხელმოსაწერად რუსეთის პრეზიდენტს 14 დღე აქვს.

კანონპროექტის განხილვისას რუსეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა თქვა, რომ ამჟამინდელი დასავლური მართლმსაჯულება რეპრესიულ მანქანადაა ქცეული. მისი თქმით, ევროპელი ჩინოვნიკები გადაწყვეტილებებს რუსეთის ინტერესებს საწინააღმდეგოდ იღებენ და რუსეთის მოქალაქეების უფლებებს არღვევენ. შესაბამისად, მიღებული კანონი პრეზიდენტს მოქმედებისთვის სამართლებრივ საფუძველს შეუქმნის.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ფიქრობენ, რომ ეს ნაბიჯი რუსული ექსპანსიონიზმის ნორმალიზებას ემსახურება. უწყების პრესსპიკერმა, გიორგი ტიხიმ ამ გადაწყვეტილებას "აგრესიული უკანონობა" უწოდა. მისი განცხადებით, პუტინი უცხო ქვეყნებში ოკუპაციის ლეგალიზებას ცდილობს.

საყურადღებოა, რომ ევროპელი მაღალჩინოსნები მოსკოვის მხრიდან ალიანსის ერთიანობის გამოცდას უახლოეს ორ წელიწადში მოელიან. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს რისკი განსაკუთრებით მაღალი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ევროპა საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას ვერ შეძლებს.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ უკრაინის არასაკმარისი მხარდაჭერის შემთხვევაში, რუსეთის შემდეგი სამიზნე ბალტიისპირეთის ქვეყნები იქნებიან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 283 სტატია.

  • რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 2 ქართულ კომპანიას შეუზღუდაფორმულა
  • რუსეთი ქართული ლაბორატორიების შესამოწმებლად საქართველოში ჯგუფს აგზავნისტვ პირველი
  • რუსეთთან ნორმალური საუბარი, დეოკუპაციის შემთხვევაში, სწორი და გამართლებულია. თუ სხვა, ახალი ხელისუფლებები ამას გააკეთებენ, ამაში მე ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვხედავ - გრიგოლ გეგელიარუსთავი 2
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
რუსეთის →უცხო →თავდასხმის →

მსგავსი სტატიები

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE