მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთის მოქალაქეები ქართულ ბანკებში 4.8 მილიარდ ლარს ინახავენ - უცხოელი დეპოზიტარების სტატისტიკა
რუსეთის მოქალაქეები ქართულ ბანკებში 4.8 მილიარდ ლარს ინახავენ - უცხოელი დეპოზიტარების სტატისტიკა

რუსეთის მოქალაქეები ქართულ ბანკებში 4.8 მილიარდ ლარს ინახავენ - უცხოელი დეპოზიტარების სტატისტიკა

BM.GE6 მაისი, 2026, 20:50|bm.ge

უცხოეთის მოქალაქეები და უცხოური კომპანიები ქართულ ბანკებში 13 მილიარდ ლარს ინახავენ, რომლის 72%-იც უცხოურ ვალუტაში არის განთავსებული.

ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშიდან ირკვევა დეპოზიტართა მოქალაქეობის შესახებ დეტალური სტატისტიკა. დოკუმენტის თანახმად, უცხოელ დეპოზიტართა შორის პირველ ადგილს კვლავ რუსეთის მოქალაქეები იკავებენ, რომელთაც მთლიანად არარეზიდენტთა დეპოზიტებში 37% ეკუთვნით , რაც თანხობრივად 4.8 მილიარდ ლარს შეადგენს. მეორე ადგილზე არიან ისრაელის მოქალაქეები, რომელთა დანაზოგებიც ქართულ ბანკებში 1.1 მილიარდ ლარს შეადგენს, მესამე პოზიციას კი უკრაინის მოქალაქეები იკავებენ 912 მილიონი ლარით.

საქართველოში უცხოელთა დეპოზიტების მკვეთრი ზრდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაიწყო, კერძოდ კი უცხოელთა დეპოზიტები 2021 წელს შეადგენდა 5.2 მილიარდ ლარს, საიდანაც რუსეთის წილი მხოლოდ 14% იყო (729 მლნ ლარი), 2022 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 8.06 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, საიდანაც რუსეთის წილი 37% გახდა (2.98 მლრდ ლარი, ზრდა 309% 2.2 მლრდ ლარი); 2023 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 9.07 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, საიდანაც რუსეთის წილი 38% გახდა (3.46 მლრდ ლარი, ზრდა 16%). 2024 წლის ბოლოს კი უცხოელთა დეპოზიტებმა 10.7 მილიარდ ლარს მიაღწია, საიდანაც რუსეთის წილი 37% იყო (3.95 მლრდ ლარი, ზრდა 15%), 2025 წლის დეკემბერში კი უცხოელთა სადეპოზიტო პორტფელი 12 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, საიდანაც რუსეთის წილი 37%-ზე შენარჩუნდა (4.35 მლრდ ლარი, ზრდა 10%), 2026 წლის პირველი კვარტალის ბოლოსთვის კი უცხოელთა დეპოზიტების პორტფელმა 13 მილიარდ ლარს მიაღწია, საიდანაც რუსეთის წილი 4.8 მილიარდ ლარამდეა.

ქვეყანა/მოქალაქეობა პროცენტული წილი თანხა - მლნ ლარი რუსეთი 37% 4,823.0 მილიონი ლარი; ისრაელი 9% 1,173.2 მილიონი ლარი; უკრაინა 7% 912.5 მილიონი ლარი; ბელორუსი 4% 521.4 მილიონი ლარი; კვიპროსი 3% 391.1 მილიონი ლარი; დიდი ბრიტანეთი 3% 391.1 მილიონი ლარი; გერმანია 2% 260.7 მილიონი ლარი; აზერბაიჯანი 2% 260.0 მილიონი ლარი; თურქეთი 2% 260.0 მილიონი ლარი; ვირჯინიის კუნძულები 2% 260.0 მილიონი ლარი; მალტა 2% 260.0 მილიონი ლარი; ჩინეთი 2% 260.0 მილიონი ლარი; სომხეთი 2% 260.0 მილიონი ლარი; სხვა 23% 2,998.1 მილიონი ლარი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 283 სტატია.

  • რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 2 ქართულ კომპანიას შეუზღუდაფორმულა
  • რუსეთი ქართული ლაბორატორიების შესამოწმებლად საქართველოში ჯგუფს აგზავნისტვ პირველი
  • რუსეთთან ნორმალური საუბარი, დეოკუპაციის შემთხვევაში, სწორი და გამართლებულია. თუ სხვა, ახალი ხელისუფლებები ამას გააკეთებენ, ამაში მე ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვხედავ - გრიგოლ გეგელიარუსთავი 2
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE