მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლები 22%-ით შემცირდა
რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლები 22%-ით შემცირდა

რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლები 22%-ით შემცირდა

BM.GE6 ოქტომბერი, 2026, 23:17|bm.ge

რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტში ნავთობისა და გაზის შემოსავლებმა სექტემბერში $4.52 მილიარდი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22%-ით ნაკლებია.

როგორც ირკვევა, შემოსავლების შემცირების მთავარი მიზეზი ნავთობგადამუშავების სექტორში გაცემული სუბსიდიები გახდა. სახელმწიფო ბიუჯეტმა სექტემბერში $3.05 მილიარდით გაზარდა კომპენსაცია, რომელიც შიდა და მსოფლიო ფასებს შორის არსებულ სხვაობას ფარავს. როგორც ჩანს, ამ სუბსიდიამ სრულად შთანთქა გადასახადებიდან გენერირებული შემოსავალი.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ წლის დასაწყისიდან რუსეთის ბიუჯეტში $54.7 მილიარდის ოდენობის ნავთობისა და გაზის შემოსავალი შევიდა, რაც 2025 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 17.2%-ით ნაკლებია.

ცხადია, შემოსავლების შემცირება პირდაპირ კავშირშია უკრაინის მიერ განხორციელებულ შეტევებთან და რუსეთის ენერგეტიკული სექტორის დაზიანებასთან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 269 სტატია.

  • საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია რუსეთის პატრიარქ კირილეს იუბილეზე მოსკოვში ჩავიდაფორმულა
  • EU News: რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში კაია კალასი პროცესს მიღმა რჩება და მას მხოლოდ დამკვირვებლის როლი ერგებარუსთავი 2
  • ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა - შავ სიაში 12 პირი და 101 ორგანიზაცია მოხვდატვ პირველი
  • ვიღებ მილოცვებს – ხოშტარია რუსეთში „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზენეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

აზერბაიჯანი სასურსათო ხორბალზე შიდა მოთხოვნის 65-70%-ის დაკმაყოფილებას გეგმავს

აზერბაიჯანი სასურსათო ხორბალზე შიდა მოთხოვნის 65-70%-ის დაკმაყოფილებას გეგმავს

BM.GE

Sound Ventures-მა $435 მილიონი Anthropic-ის 7-მილიარდიან წილად აქცია

Sound Ventures-მა $435 მილიონი Anthropic-ის 7-მილიარდიან წილად აქცია

BM.GE

“მიზანია, სისტემა შევქმნათ, რომელიც იმუშავებს” - რითეილერს, მწარმოებელსა და დისტრიბუტორს შორის ურთიერთობა დარეგულირდება

“მიზანია, სისტემა შევქმნათ, რომელიც იმუშავებს” - რითეილერს, მწარმოებელსა და დისტრიბუტორს შორის ურთიერთობა დარეგულირდება

BM.GE

მასშტაბური ტექნოლოგიური ხარვეზების გამო, აშშ-ის კიბერუსაფრთხოების დირექტორი გაათავისუფლეს

მასშტაბური ტექნოლოგიური ხარვეზების გამო, აშშ-ის კიბერუსაფრთხოების დირექტორი გაათავისუფლეს

BM.GE