მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთის საზღვართან დრონების საფრთხის გამო ფინეთი საჰაერო სივრცეს კეტავს და საზღვაო მიმოსვლას ზღუდავს
რუსეთის საზღვართან დრონების საფრთხის გამო ფინეთი საჰაერო სივრცეს კეტავს და საზღვაო მიმოსვლას ზღუდავს

რუსეთის საზღვართან დრონების საფრთხის გამო ფინეთი საჰაერო სივრცეს კეტავს და საზღვაო მიმოსვლას ზღუდავს

BM.GE29 ივლისი, 2026, 04:02|bm.ge

სამშაბათს ფინეთის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ დრონების შესაძლო ჩამოვარდნის საფრთხის გამო, ქვეყნის სამხრეთ სანაპიროსთან, რუსეთის საზღვრის მახლობლად, საჰაერო სივრცის ნაწილი ჩაკეტა და საზღვაო მიმოსვლა შეზღუდა - წერს Reuters-ი.

"ფინეთი ამ ზომებს იმისთვის მიმართავს, რათა უზრუნველვყოთ შესაბამისი უწყებების შეუფერხებელი მუშაობა იმ შემთხვევაში, თუ დრონები ამ ტერიტორიაზე გადავლენ. ეს გულისხმობს უსაფრთხო საპასუხო ზომების გატარებას და გარშემომყოფთა უსაფრთხოების დაცვას", - განაცხადა სამხედრო უწყების წარმომადგენელმა.

პრესსპიკერმა დასძინა, რომ თავდაცვის უწყება ვერ გააკეთებს კომენტარს დრონების შესაძლო აქტივობის შესახებ ინფორმაციის წყაროზე, რადგან "ეს ოპერატიული ხასიათის ინფორმაციაა".

მიმდინარე წელს უკრაინული სამხედრო დრონები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებს უტევდნენ, რამდენჯერმე გადავიდნენ ფინეთის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საჰაერო სივრცეში. ამან გაზარდა შეშფოთება იმის შესახებ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი შესაძლოა ნატოს ჩრდილოეთ საზღვრებზეც გავრცელდეს.

უკრაინამ რუსულ სამიზნეებზე თავდასხმები შორ მანძილზე მოქმედი დრონებით გააძლიერა . კიევი და ნატოს ქვეყნები ზოგიერთი უკრაინული დრონის ნატოს საჰაერო სივრცეში გადახრას რუსულ რადიოელექტრონულ ბრძოლასა და სიგნალების ჩახშობას აბრალებენ. მოსკოვი კი უკრაინას დრონების საზღვრებს მიღმა განზრახ მართვაში ადანაშაულებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პრინცესა დიანას "შურისძიების კაბა" აუქციონზე შესაძლოა $300 000-ად გაიყიდოს - Sotheby's

პრინცესა დიანას "შურისძიების კაბა" აუქციონზე შესაძლოა $300 000-ად გაიყიდოს - Sotheby's

BM.GE

საფრანგეთმა FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს მხარდაჭერა შეწყვიტა

საფრანგეთმა FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს მხარდაჭერა შეწყვიტა

BM.GE

მასკის The Boring Company-ის შეფასებამ $23 მილიარდს მიაღწია

მასკის The Boring Company-ის შეფასებამ $23 მილიარდს მიაღწია

BM.GE

აზერბაიჯანის გადასამუშავებელი მრეწველობა 3.4%-ით გაიზარდა

აზერბაიჯანის გადასამუშავებელი მრეწველობა 3.4%-ით გაიზარდა

BM.GE