მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთის თავდასხმებმა ოდესის ელექტროქსელები დააზიანა და ქალაქში ელექტრომომარაგება შეაფერხა
რუსეთის თავდასხმებმა ოდესის ელექტროქსელები დააზიანა და ქალაქში ელექტრომომარაგება შეაფერხა

რუსეთის თავდასხმებმა ოდესის ელექტროქსელები დააზიანა და ქალაქში ელექტრომომარაგება შეაფერხა

BM.GE23 ნოემბერი, 2026, 17:13|bm.ge

კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულმა რუსეთის განმეორებითმა იერიშებმა ქალაქ ოდესისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების მაგისტრალურ ელექტროქსელებს სერიოზული ზიანი მიაყენა.

უკრაინის სახელმწიფო ენერგოოპერატორმა, Ukrenergo-მ განაცხადა, რომ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის განკუთვნილი საკვანძო ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო, ოდესის ოლქში ელექტრომომარაგების კუთხით უკიდურესად რთული ვითარება დადგა. აღსანიშნავია, რომ რეგიონში მდგომარეობა 20 ნოემბერს მომხდარი მასშტაბური თავდასხმის შემდეგ გაუარესდა, რის შედეგადაც ელექტროქსელების სერიოზული შეფერხება დაფიქსირდა.

Ukrenergo-ს ცნობით, სარემონტო ბრიგადები ელექტროენერგიის აღდგენაზე მუშაობენ, თუმცა ახალი იერიშების მუდმივი საფრთხე და საჰაერო განგაშის სიგნალები მათ უწყვეტ მუშაობას აფერხებენ.

საყურადღებოა, რომ ამის მიუხედავად, კომუნალურმა სამსახურებმა ოდესის რაიონში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებისთვის ელექტრომომარაგების ნაწილობრივ აღდგენა 23 ნოემბრის დილითვე შეძლეს, დანარჩენი მომხმარებლებისთვის კი სარეზერვო სქემები ახლაც მუშავდება.

ელექტროენერგიის მასშტაბურმა გათიშვამ ოდესის ყოველდღიური ცხოვრება მნიშვნელოვნად შეაფერხა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 23 ნოემბრიდან ქალაქის სკოლები ერთი კვირით სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავლენ. ამას გარდა, ელექტროენერგიის დეფიციტის გამო ქალაქში ელექტროტრანსპორტის, მათ შორის ტროლეიბუსების მოძრაობა დროებით შეჩერდება, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით კი წყალმომარაგება და გათბობა ეტაპობრივად შეფერხებებით იმუშავებს.

ცნობისთვის, ბოლო თვეებში, ტემპერატურის კლებასთან ერთად, რუსეთმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ელექტროქსელებზე, ქვესადგურებსა და წყალმომარაგების ობიექტებზე იერიშები გააძლიერა. ამ კამპანიის ფარგლებში, 20 ნოემბერს რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მორიგი მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელეს, რამაც ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების მხრივ ვითარება მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის კიევშიც მნიშვნელოვნად გააუარესა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 266 სტატია.

  • გიორგი კალანდია რაჭველს: ადამიანი, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსრუსთავი 2
  • დანია EU-ს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების გამკაცრებისკენ მოუწოდებსფორმულა
  • ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა - შავ სიაში 12 პირი და 101 ორგანიზაცია მოხვდატვ პირველი
  • ვიღებ მილოცვებს – ხოშტარია რუსეთში „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზენეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

ჩვენი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე უცვლელია - თურქეთის ელჩი ოკუპირებულ აფხაზეთზე

ჩვენი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე უცვლელია - თურქეთის ელჩი ოკუპირებულ აფხაზეთზე

BM.GE

ტრამპი NVIDIA-ს ჯენსენ ჰუანგის თანამდებობაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს

ტრამპი NVIDIA-ს ჯენსენ ჰუანგის თანამდებობაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს

BM.GE

უნდა აიკრძალოს თუ არა სუროგაცია საქართველოს მოქალაქეებისთვისაც?|ინტერვიუ ლადო კახაძესთან

უნდა აიკრძალოს თუ არა სუროგაცია საქართველოს მოქალაქეებისთვისაც?|ინტერვიუ ლადო კახაძესთან

BM.GE

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში ნავთობქარხანა და ნავთობგადამქაჩი სადგური დაბომბეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში ნავთობქარხანა და ნავთობგადამქაჩი სადგური დაბომბეს

BM.GE