მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უკრაინულმა დრონებმა რუსეთში ნავთობქარხანა და ნავთობგადამქაჩი სადგური დაბომბეს
უკრაინულმა დრონებმა რუსეთში ნავთობქარხანა და ნავთობგადამქაჩი სადგური დაბომბეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში ნავთობქარხანა და ნავთობგადამქაჩი სადგური დაბომბეს

BM.GE23 ნოემბერი, 2026, 17:05|bm.ge

23 ნოემბრის გამთენიისას უკრაინული დრონების მასშტაბური იერიშის შედეგად, რუსეთის როსტოვის ოლქში მდებარე ნოვოშახტინსკის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანასა და თათრეთის რესპუბლიკაში არსებულ კალეიკინოს ნავთობგადამქაჩ სადგურს ცეცხლი გაუჩნდა.

მონიტორინგის არხის - Exilenova+-ის ცნობით, უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან დაახლოებით, 200 კილომეტრით დაშორებულ ნოვოშახტინსკის საწარმოზე იერიშის შემდეგ ადგილზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

თავის მხრივ, როსტოვის ოლქის გუბერნატორმა იური სლიუსარმა რეგიონზე მასირებული საჰაერო თავდასხმა დაადასტურა, თუმცა დეტალები არ გაუსაჯაროებია.

უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, ნოვოშახტინსკის ქარხანას წელიწადში, დაახლოებით, 7.5 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია. ეს საწარმო სამხრეთ რუსეთში ნავთობპროდუქტების ერთ-ერთ მთავარ მიმწოდებლად მიიჩნევა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს საწვავით ამარაგებს.

აღსანიშნავია, რომ ქარხანაზე უკრაინული დრონებით იერიში 25 აგვისტოსა და 25 სექტემბერსაც მიიტანეს, ოქტომბერში კი თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა საექსპორტო ტერმინალს, რომელიც ნოვოშახტინსკის საწარმოს პროდუქციასაც ემსახურებოდა.

რაც შეეხება თათრეთის რესპუბლიკას, Exilenova+-ის ცნობით, ნოვოშახტინსკიდან 1,533 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ ალმეტიევსკში უკრაინულმა ძალებმა კალეიკინოს ნავთობგადამქაჩი სადგური დაბომბეს, რის შედეგადაც ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

ინფორმაციისთვის, კალეიკინოს სადგური რუსეთის ნავთობის ტრანსპორტირების ქსელის საკვანძო ობიექტია, სადაც სხვადასხვა რეგიონიდან მიღებული ნედლი ნავთობი ირევა და შემდეგ ქარხნებსა და ევროპული ბაზრების მომმარაგებელ მილსადენ "დრუჟბას" მიეწოდება.

აღსანიშნავია, რომ უკრაინულმა ძალებმა ამ სადგურს 19 ნოემბერსაც შეუტიეს, რა დროსაც 50,000 კუბური მეტრი მოცულობის სამი რეზერვუარიდან ერთს ცეცხლი გაუჩნდა, ორი კი დაზიანდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 266 სტატია.

  • გიორგი კალანდია რაჭველს: ადამიანი, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსრუსთავი 2
  • დანია EU-ს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების გამკაცრებისკენ მოუწოდებსფორმულა
  • ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა - შავ სიაში 12 პირი და 101 ორგანიზაცია მოხვდატვ პირველი
  • ვიღებ მილოცვებს – ხოშტარია რუსეთში „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზენეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

ტრამპი NVIDIA-ს საბჭოს ჯენსენ ჰუანგის დაბრუნებისკენ მოუწოდებს

ტრამპი NVIDIA-ს საბჭოს ჯენსენ ჰუანგის დაბრუნებისკენ მოუწოდებს

BM.GE

უნდა აიკრძალოს თუ არა სუროგაცია საქართველოს მოქალაქეებისთვისაც?|ინტერვიუ ლადო კახაძესთან

უნდა აიკრძალოს თუ არა სუროგაცია საქართველოს მოქალაქეებისთვისაც?|ინტერვიუ ლადო კახაძესთან

BM.GE

რუსეთის თავდასხმებმა ოდესის ელექტროქსელები დააზიანა და ქალაქში ელექტრომომარაგება შეაფერხა

რუსეთის თავდასხმებმა ოდესის ელექტროქსელები დააზიანა და ქალაქში ელექტრომომარაგება შეაფერხა

BM.GE

გლობალურ ბირჟებზე ბოლო სავაჭრო სესიის შედეგები

გლობალურ ბირჟებზე ბოლო სავაჭრო სესიის შედეგები

BM.GE